სამოდელო გაკვეთილი
ისტორიეში
საგანი: ისტორია
მასწავლებელი: ლეილა
ჯანაშვილი
კლასი: IX
მოსწავლეთა რაოდენობა:
29
თემა: საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდი
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო / გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული:
წგნიერება ისტორიის გაკვეთილზე
აქტუალობა:
სამწუხაროდ, ისევე როგორც წარსულში, კერძოდ
IX-X საუკუნეებში, დღესაც ძალზედ
აქტუალურია საქართველოს გაერთიანების საკითხი. ჩემი მიზანია, ვასწავლო მოსწავლეებს
სწორად გაანალიზონ ისტორიული ვითარება, სათანადოდ
შეისწავლონ და შეაფასონ ქვეყნის გაერთიანების ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები,
რაც წინა პირობაა სწორი ქმედებების დასაგეგმად და განსახორციელებლად.
მიზანი:
მოსწავლე შეძლებს:
·
წინარე ცოდნის გააქტიურებით ისტორიული ეპოქის ( ქართული
სამეფო-სამთავროები VIII-IX სს-ში) აღქმას, ანალიზს და შეფასებას
·
გაანალიზებს
ისტორიულ ტექსტს (წყაროს) და გამოკვეთს საქართველოს
გაერთიანების ხელშემწყობ და შემაფერხებელ ფაქტორებს
·
საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გადმოცემას, ისტორიული
პროცესებისადმი საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
·
არგუმენტირებულ
მსჯელობას და სწორი დასკვნების გაკეთებას
გაიუმჯობესებს:
·
ინფორმაციის დახარისხების და ანალიზის უნარს
·
თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს
·
პრეზენტაციის უნარს
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
ცოდნა:
·
ფეოდალური სამეფო-სამთავროების წარმოქმნა საქართველოში
VIII-IX სს-ში
·
სამეფო-სამთავროების წარმოშობის მიზეზები
·
სამეფო-სამთავროების პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი
უნარ-ჩვევები:
·
თემატური რუკის
შედგენა
·
ნასწავლი მასალის შესახებ მსჯელობა, ანალიზი და შეფასება
·
თანამშრომლობის, კომუნიკაციის და დისკუსიაში მონაწილეობის
უნარი
საჭირო საგანმანათლებლო რესურსები:
1.
IX კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო (ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა 2012);
2.
ჩემ მიერ შედგენილი ტექსტები
( საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი
II, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973);
3. ჩემ
მიერ შექმნილი რესურსი - თემატური რუკა: საქართველო IX-X საუკუნეებში
4. მოსწავლეების
მიერ შექმნილი რესურსი- „საქართველო იწყებოდა აქედან - ტაო-კლარჯეთი“ (კედლის გაზეთი)
5. ცხრილი:
„საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდი“
6. დაფა, ცარცი,
ფერადი თაბახის ფურცლები, ფლიფჩარტები, მარკერები,
ესგ-ით მისაღწევი შედეგი:
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული
სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცხრილის საშუალებით გამოყოფს საგარეო და საშინაო ფაქტორებს,
რომლებიც ქართული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების (ან სამთავროების)
წარმონაქმნის მიზეზი გახდა.
·
მსჯელობს
კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა
ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
·
აანალიზებს
და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
N
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
აქტივობის ბოლოს
მისაღწევი შედეგი
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
·
მისალმება
·
ვაწარმოებ მოსწავლეთა აღრიცხვას
·
გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს და შესასრულებელ აქტივობებს
|
ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
·
საკლასო ჟურნალი,
·
გაკვეთილის თემა - დაფაზე
· გაკვეთილის მიზნები -ფლიფჩარტზე
|
2 წთ
|
მოსწავლეები
იქნებიან მობილიზებულები და ინფორმირებულები გაკვეთილის თემის, მიზნების და
შესასრულებელი აქტივობების შესახებ.
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურება
1. მოსწავლეებს
ვთხოვ შეამოწმონ მეწყვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალება: თემატური რუკა „„ქართული
სამეფო-სამთავროები IX-X სს-ში“.
2. წყვილებს
ვთხოვ დაასახელონ ჩემ მიერ დაფაზე განთავსებულ თემატურ რუკაზე მითითებული სამეფო
ან სამთავრო, ისაუბრონ მის დაარსებაზე და შეაფასონ მისი პოლიტიკური სტატუს-კვო
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
წყვილებში
|
თემატური რუკა: „ქართული სამეფო-სამთავროები
IX-X სს-ში“
(ლეგენდის გარეშე)
|
8 წთ
|
მოსწავლეები
მოახდენენ თემატურ რუკაზე ქართული სამეფო-სამთავროების იდენტიფიცირებას, იმსჯელებენ მათი დაარსების მიზეზებზე და შედეგებზე.
|
3.
|
მოსწავლეები მსჯელობენ, ცდილობენ
ისტორიულ პროცესებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას
·
კითხვები:
1.
1. თქვენი აზრით, ქართული სამეფო-სამთავროები გაერთიანებისკენ
2.
მიისწრაფოდნენ თუ პირიქით - დამოუკიდებლობისაკენ?
3.
2.როგორ ფიქრობთ, უნდა გაერთიანდეს ქვეყანა თუ არა,
მოსაზრება აუცილებლად გაამყარეთ არგუმენტით
4.
3. როგო ფიქრობთ, რამდენ ხანს გაგრძელდა საქართველოს
გაერთიანების პროცესი, რატომ ფიქრობთ ასე?
5.
4. დავფიქრდეთ და ჩამოვწეროთ ისტორიული
ფაქტორები, რაც ქართული ქვეყნების
ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას განაპირობებდა:
6.
პასუხები:
·
საგარეო პოლიტიკური ვითარება
· შიდა
პოლიტიკური ვითარება
·
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა
·
კულტურულ-რელიგიური ვითარება
7.
|
კითხვა-პასუხის რეჟიმი /
სტრატეგია „აისბერგი“
|
მთელ კლასთან
|
ფლიფჩარტზე
გამოსახული „აისბერგი“
მარკერები
|
7 წთ
|
მოსწავლეები
თამამად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, ვარაუდებს, არგუმენტებს. სტრატეგია „აისბერგის
“ დახმარებით კი დავადგენთ ისტორიული მოვლენის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
|
4.
|
ისტორიული წყაროების (ტექსტების) ანალიზი და შეფასება
მოსწავლეებს
დავყოფ ჯგუფებად (4 ჯგუფი), თითოეულ ჯგუფს მივცემ ჩემ მიერ მოძიებულ და შედგენილ
ისტორიულ ტექსტებს (საქართველოს ისტორიის ნარკვევები):
1.
I ჯგუფი - საგარეო
პოლიტიკური ვითარება საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდში
II ჯგუფი - საშინაო პოლიტიკური ვითარება საქართველოს გაერთიანების
წინა პერიოდში
III ჯგუფი - სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოს გაერტიანების
წინა პერიოდში
IV ჯგუფი - კულტურული და რელიგიური ვითარება საქართველოს გაერთიანების
წინა პერიოდში.
მოსწავლეები გაეცნობიან აღნიშნულ ტექსტებს, გაანალიზებენ,
გამოყოფენ საქართველოს გაერთიანების ხელის შემწყობ და ასევე შემაფერხებელ ფაქტორებს, ჩამოწერენ ფერად
თაბახის ფურცლებზე და გაამზადებენ საპრეზენტაციოდ
|
წყაროებზე მუშაობა
|
ჯგუფური
|
ფერადი თაბახის
ფურცლები, მარკერები
|
10 წთ
|
მოსწავლეები
გაეცნობიან ისტორიულ წყაროებს, გაანალიზებენ და
დაახარისხებენ ინფორმაციას, შეაჯერებენ პოზიციებს და მოამზადებენ მასალას
პრეზენტაციისათვის
|
5.
|
შესრულებული დავალების წარდგენა
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
ფლიფჩარტზე
წარმოდგენილი ცხრილი, ფერადი თაბახის ფურცლები
|
8 წთ
|
მოსწავლეები
აუდიტორიის წინაშე გააკეთებენ პრეზენტაციას და ფერადი თაბახის ფურცლების დახმარებით
ფლიფჩარტზე წარმოდგენილ ცხრილში განათავსებენ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანების ხელისშემწყობი და შემაფერხებელი
ფაქტორების შესახებ
|
6.
|
გაკვეთილის შეჯამება, უკუკავშირი,
შეფასება და საშინაო დავალების მიცემა
|
შემაჯამებელი
ბარათი
შეფასების
რუბრიკების შევსება
|
ინდივიდუალური
|
შემაჯამებელი
ბარათები
|
5 წთ
|
მოსწავლეები
უკეთ გაიაზრებენ, გაანალიზებენ და შეაჯამებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას და
გამოცდილებას.
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეები შეძლებენ ურთულესი ისტორიული ვითარების,
საქართველო გაერთიანების წინა პერიოდის უკეთ აღქმას, ანალიზსა და შეფასებას;
·
გაანალიზებენ ისტორიულ ტექსტებს (წყაროებს), დაახარისხებენ
ინფორმაციას და გამოკვეთენ საქართველოს გაერთიანების ხელშემწყობ
და შემაფერხებელ ფაქტორებს;
·
შეძლებენ არგუმენტირებულ მსჯელობას და სწორი დასკვნების გაკეთებას;
·
გაიუმჯობესებენ
თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ურთეირთშეფასება, თვითშეფასება
1. წყვილების თვითშეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
N
|
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
1.
|
საშინაო დავალება სწორად გვქონდა
შესრულებული (თემატური რუკა ლეგენდით)
|
||
2.
|
სწორად დავასახელეთ მასწავლებლის
მიერ მითითებული ტერიტორიული ერთეულები და მათი ცენტრები
|
||
3.
|
ვისაუბრეთ ქართული სამეფო-სამთავროების
შექმნის მიზეზებსა და შედეგებზე
|
||
4.
|
შევაფასეთ მათი პოლიტიკური სტატუს-კვო
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
N
|
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
1
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია სამუშაო
პროცესში
|
||
2
|
ჯგუფმა თანაბრად გადაინაწილა სამუშაო ფუნქციები
|
||
3
|
ჯგუფის წევრები უსმენენ და ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს
|
||
4
|
ურთიერთობა არის პოზიტიური და საქმიანი
|
||
5
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
ჯგუფური სამუშაოს
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
(ურთიერთშეფასება, განმსაზღვრელი)
N
|
კრიტერიუმები
|
ქულები
|
შეფასება
|
1
|
პრეზენტაცია პასუხობს დავალებას
(გამოკვეთილია როგორც საქართველოს
გაერთიანების ხელშემწყობი, ასევე შემაფერხებელი ფაქტორები)
|
4
|
|
2
|
ფლობს
აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
|
3
|
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებებს
და თანმიმდევრულად ავითარებს მას, აკეთებს სწორ დასკვნებს
|
3
|
|
4
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
თვითშეფასების რუბრიკა
N
|
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
მიჭირს შეფასება
|
კომენტარი
|
1
|
გაკვეთილი იყო კარგად ორგანიზებული
|
||||
2
|
აქტივობები იყო საინტერესო და მიზანს
მორგებული
|
||||
3
|
გამოყენებული რესურსები ეხმარებოდა
მოსწავლეებს ახალი მასალის უკეთ გაგება-გაანალიზებაში
|
||||
4
|
ვიყავი მოსწავლეებზე ორიენტირებული
|
||||
5
|
მოსწავლეების შეფასებისას ვიყავი
ობიექტური და სამართლიანი
|
||||
6
|
გაკვეთილზე მივაღწიე დასახულ მიზანს
და გავედი შედეგზე
|
||||
7
|
ჩატარებულ გაკვეთილს ვაძლევ მაღალ
შეფასებას
|
ტექსტები
საგარეო-პოლიტიკური ვითარება საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდში
ქვეყნის გაერთიანებისთვის აუცილებელი პირობა
იყო ისეთი დამაჩქარებელი ფაქტორის არსებობა, რომელიც შეძლებდა ძირითადი საზოგადოებრივი
ფენების ინტერესების ერთი მიზნისაკენ მიმართვას. ასეთი ფაქტორის როლში კი ამ დროს საგარეო
საშიშროების საფრთხე გამოდიოდა.
როგორც
ცნობილია, საქართველო გამუდმებულ შემოტევებს განიცდიდა დასავლეთიდან - ბიზანტილებისაგან,
სამხრეთიდან - არაბებისგან და ჩრდილოეთიდან - ხაზარებისგან. უაღრესად მძიმე საგარეო
ვითარება საქართველოს წინაშე გაერთიანებისა და მტრის წინააღმდეგ საერთო ძალით ბრძოლის
საკითხს აყენებდა.
საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა არაბთა
და ბიზანტიელთა უღლისაგან განთავისუფლების პარალელურად მიმდინარეობდა. და მეტიც, უცხოელ
დამპყრობთაგან თავდაცვის აუცილებლობა, აჩქარებს ქვეყნის გამაერთიანებელი ძალების მოქმედებას.
VIII
ს-ის დასასრულიდან საერთაშორისო ვითარება ახლო აღმოსავლეთში ნელა, მაგრამ მაინც საქართველოს
სასარგებლოდ იცვლება. დაიწყო ძლევამოსილი არაბთა სახალიფოს დასუსტებისა და დაშლის ხანა. არაბთა
ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის გარეგნულად ბრწყინვალე ხალიფობის ხანა ფაქტობრივად სახალიფოს
დაშლის დასაწყისი ეტაპია, რაც აშკარად მისი გარდაცვალების შემდეგ (809) შვილებს შორის
ტახტისთვის ატეხილ ბრძოლაში ვლინდება. მართალია ამ
პერიოდში სახალიფო დასუსტებული იყო, მაგრამ მას მაინც შესწევდა იმდენი ძალა, რომ საქართველოსთვის დარტყმა მიეყენებია.
ბიზანტიის
იმპერიაში ამ დროს ასეთი გლობალური მნიშვნელობის მოვლენებს არ ჰქონია ადგილი, მაგრამ
ხატმებრძოლთა და ხატების თაყვანისმცემლებს შორის დაპირისპირებამ გარკვეული გავლენა
იქონია საიმპერატორო ხელისფლებაზე და ამ პროცესმა მოადუნა მისი ყურადღება საქართველოს
მიმართ.
IX საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერიის ტახტს, ბასილ I იკავებს. ამ პერიოდიდან იწყება ბიზანტიის სიძლიერის განახლება. თუ ბიზანტია აშოტ დიდის დროს ხელს უწყობდა ტაო-კლარჯეთის სამეფოს გაძლიერებას, არაბებთან საბრძოლველად, მას შემდეგ, რაც არაბთა სახალიფო დასუსტდა, ბიზანტიისთვის მიუღებელი გახდა ქართული სამეფო სამთავროების გაძლიერება და საქართველოს გაერთიანება.
ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ხაზართა სახელმწიფო, ხშირი შემოსევებითა და თავდასხმებით დიდ ზიანს აყენებდა
კავკასიონის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს, მათ შორის ქართულ სამეფო-სამთავროებს, თუმცა საქართველოს დაპყრობა მიზნად არ დაუსახავთ.
კიევის დიდმა მთავრებმა,
იგორმა და შემდეგ მისმა ვაჟმა სვიატოსლავმა X საუკუნის შუა ხაებში დაარბიეს
ხაზართა სახაკანო, დაანგრიეს მისი დედაქალაქი - ითილი. ხაზარებმა სცადეს სახაკანოს
აღდგენა, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის ბოლოს ხაზართა სახაკანომ არსებობა შეწყვიტა.
2.
საშინაო პოლიტიკური ვითარება საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდში
ბრძოლა
საქართველოს გაერთიანებისათვის ხანგრძლივი და დაუნდობელი იყო. VIII-IX საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი
ძლიერი პოლიტიკური ერთეულების შექმნა ხელს უშლიდა ქვეყნის გაერთიანებას, რადგან ყველა სამთავრო თუ სამეფო გაერთიანების მოთავის პრეტენზიით გამოდიოდა. აღნიშნულმა
გარემოებამ გაახანგრძლივა გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესი. ეს პროცესი ჯერ ცალკეულ
სამთავროებში მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ ის საერთო მოძრაობაში გადაიზარდა და მთელ
საქართველოს მოედო. ქართული ფეოდალური სამეფო-სამთავროების წარმოშობა-ჩამოყალიბების
პროცესს თან ერთვის ამ სამთავროთა შორის ბრძოლის პროცესი.
სამთვროთა შორის
ბრძოლის უშუალო მიზანია ურთიერთის მიწების მიტაცება. მიწისთვის წარმოებული ბრძოლა დაძაბული
და დაუნდობელია. მიწისთვის ბრძოლას შეეწირა აშოტ ბაგრატიონი, ამ ბრძოლაში ამოწყდა აშოტ
ბაგრატიონის უმცროსი ძის, გვარამ მამფალის შთამომავლობა, ამავე ბრძოლას შეეწირა ბაგრატ
კურაპალატის ვაჟი დავითი, ხოლო ყველაზე „დიდმა“ ამ მთავართა შორის „ბაგრატ მეფემ (ბაგრატ
III), თავისი სახლისკაცები სულ ერთიანად გაჟლიტა და მათი ქვეყნები მიისაკუთრა“.
საქართველოს გაერთიანებისათვის
ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ობიექტია „ბრძოლა ქართლსა ზედა“. ასეთ ინტერესს
ქართლისადმი განსაზღვრავს მისი მნიშვნელობა იმდროინდელი ამიერკავკასიისა და კერძოდ,
საქართველოსათვის. ქართლი ქვეყნის შუაგული იყო და თითოეული მთავრის მომავლისათვის დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ეს ადგილი იმას შერჩენოდა.
ქართლის მდებარეობა როგორც ქვეყნის შუაგულისა,
გარკვეული თვალსაზრისით აპირობებდა მისი, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრის
მნიშვნელობას მთლიანი საქართველოსათვის. შიდა ქართლზე გადიოდა და აქ უკავშირდებოდა
ერთმანეთს უდიდესი მნიშვნელობის სავაჭრო გზები.
ამ გზების ხელში ჩაგდება იყო მებრძოლ მეფე-მთავართა ერთ-ერთი საზრუნავი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ როლს საქართველოს
გაერთიანების საქმეში ეროვნული ერთიანობის შეგნებაც ასრულებს, სწორედ ეს ერთიანობა
დარაზმავს საზოგადოებრივ ფენებს და მათ შესაძლებლობას
ერთი მიზნის - ქვეყნის გაერთიანებისაკენ.
3.
სიციალურ-ეკონომიკური
ვითარება საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდში
საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთი ძირითადი
საფუძველი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყო.
ცალკეული რაიონების დაწინაურება მეურნეობის სხვადასხვა დარგში, დღის წესრიგში
აყენებდა ქვეყნის გაერთიანების საკითხს. არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლებულ საქართველოში
ეკონომიკური და სოციალური განვითარება დაჩქარდა. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი ძვრებით
აღინიშნა. მაღალ დონეს აღწევს მემინდვრეობა, მევენახეობა, მებაღეობა, მესაქონლეობა.
შესამჩნევად იმატებს მოსახლეობის რაოდენობა. მასობრივად იწყება რიგი დაუსახლებელი ადგილების
ათვისება, მანამდე გამოუყენებელი ფართობების სამეურნეოდ გამოყენება. მნიშვნელოვანი
სამუშაოები ჩატარდა მტრის შემოსევათა შედეგად დანგრეული ეკლესია-მონასტრების, სასახლეების,
ციხე-კოშკების აღსადგენად, გზების მოსაწესრიგებლად, დანგრეული ძველი არხების , წყალსადენების,
ხიდების მოსაწესრიგებლად. გამოცოცხლდა საქალაქო ცხოვრება, დაარსდა არაერთი ახალი ქალაქი,
ქალაქებში ინტენსიურად ვითარდებოდა ხელოსნობა და ვაჭრობა. თუმცა მოქალაქეთა ფენა სუსტად
ვითარდება და ის არ წარმოადგენს მეფის დასაყრდენ
ძალას ქვეყნის გაერთიანების პროცესში.
ამ პერიოდში მწვავდება სოციალური ბრძოლა. ჩამოყალიბებულ
სამეფო-სამთავროებში იყო უფრო მცირე საფეოდალოები, რომელნიც პატრონყმობის პრინციპით
ექვემდებარებოდნენ
მეფე-მთავრებს
და თავის მხრივ თვითონაც ჰყავდათ ყმებად საშუალო და წვრილი აზნაურები.
წვრილი
და საშუალო აზნაურები ძლიერი აზნაურების ზეწოლას განიცდიდნენ, ამიტომ ისინი მეფის ერთიანი
ხელისუფლების მომხრენი იყვნენ, რადგან მეფის ხელისუფლება დაიცავდა მათ მსხვილი აზნაურების
მომძლავრებისაგან. მიწათმოქმედი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე აზნაურთა ყმა-გლეხები
არიან (მხოლოდ მცირე ნაწილი ინარჩუნებდა თავისუფლებას).
ფეოდალთა
კლასი მთლიანად, რომელსაც სათავეში მეფე უდგას, ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოს შექმნისათვის
იბრძვის, მაგრამ იგივე ფეოდლთა კლასი, განსაკუთრებით კი მისი ზედაფენა, დიდებული აზნაურების
სახით, მძიმედ განიცდის საკუთარი უფლებებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვას, რაც ძლიერი
ცენტრალური ხელისუფლების დამყარებას ერთვის თან და ამდენად, დიდებულ აზნაურთა გარკვეული
დაჯგუფებები ქვეყნის გაერთიანების წინააღმდეგ გამოდიან. ფეოდალიზმის შინაგანი წინააღმდეგობანი
გარკვეულად აფერხებენ საქართველოს გაერთიანების საქმეს, ხელს უშლიან მას.
4.
კულტურული და რელიგიური
ვითარება საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდში
საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პროცესს
თან ერთვოდა კულტურული და რელიგიური გაერთიანების პროცესი და ასევე ქართველი ერის საბოლოო
ფორმირება.
ქრისტიანული ეკლესია
თავიდანვე განასახიერებდა ქართველი ხალხის ერთიანობას და როგორც წესი, მხარში ედგა
მეფის ხელისუფლებას. ამიტომ ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას მისი საეკლესიო გაერთიანება
უსწრებდა წინ, მცხეთის ტახტს ემორჩილებოდა კახეთის, ჰერეთის, ტაო-კლატჯეთისა და დასავლეთ
საქართველოს (აფხაზეთის) ეკლესია.
როგორც ცნობილია, , დასავლეთ საქართველოში თავიდანვე
ბერძნული ეკლესია ბატონობდა. საეკლესიო მღვდელმსახურებაც ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა.
აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ მისი მეფეების ძალისხმევით X ს-ში აფხაზეთის (დასავლეთ
საქართველოს) ეკლესია ბიზანტიას გამოეყო და მცხეთის საკათალიკოსი ტახტს დაექვემდებარა.
ამრიგად, ქართული ეკლესია, ძირითადად, გაერთიანების ხელშემწყობი ძლიერი ფაქტორის როლში
გამოდის.
ამ
პერიოდის ქართული კულტურა ძალზე მაღალი დონით ხასიათდება,
უფრო მაღალი განვითარებით, ვიდრე ბევრი იმავდროული ევროპული ქვეყანა.
მიუხედავად ადგილობრივი, სალაპარაკო ქართველური ენების - მეგრულის,
სვანურის, ლაზურ/ჭანურის სიძლიერისა, ქართულმა ენამ მოახერხა არგვეთის გზით გავრცელება
დასავლეთ საქართველოში და IX ს-ის დამდეგიდან წირვა-ლოცვისა და სახელმწიფო მმართველობის
დარგში ერთადერთი, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავება.
ქართულმა კულტურამ
არ მიიღო არაბული კულტურა, რაც იმით აიხსნება, რომ ის მაღალგანვითარებული კულტურის
მატარებელი ხალხის შექმნილია და მას არაბული კულტურა ვერ მოერია.
ქართული კულტურისათვის
დამახასიათებელია იდეათა ჭიდილი, მაგრამ ყველაზე მეტად მას გამოარჩევს დამოუკიდებლობისათვის,
გადარჩენისათვის ბრძოლა, რაც აისახა კიდეც მწერლობაში (აგიოგრაფიაში) და რაც ესოდენ
ორგანულია ყოველი მცირერიცხოვანი კულტურული ერისთვის.
ქართული კულტურა ვითარდებოდა ქვეყნის ისტორიასთან ერთად და ასაზრდოებდა მას უნიკალური ეროვნული კულტურით, რაც უზრუნველყოფდა
ძლიერ ეროვნულ თვითმყოფადობას.
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
საგანი:
ისტორია
გაკვეთილის
ტიპი: სამოდელო / გამჭოლ კომპენტენციებზე ორიენტირებული: წიგნიერება ისტორიის გაკვეთილზე
თემა:
საქართველოს გაერთიანების წინა პერიოდი
კლასი:
IX
თარიღი:
6.12.2018
დრო: 40 წუთი
რატომ
ავირჩიე აღნიშნული თემა: სამწუხაროდ,
ისევე როგორც წარსულში, კერძოდ IX-X
საუკუნეებში, დღესაც ძალზედ
აქტუალურია საქართველოს გაერთიანების საკითხი.
ბუნებრივია, ყველას გვინდა, გვეჩქარება, ვიხილოთ გაერთიანებული (აფხაზეთით და სამაჩაბლოთი)
საქართველო. მაგრამ ამისათვის აუცილებლად უნდა მოხდეს არსებული რეალობის სწორი ანალიზი
და შეფასება. სწორედ ესაა ჩემი გაკვეთილის
მიზანი, ვასწავლო მოსწავლეებს სწორად გაანალიზონ
ისტორიული ვითარება, სათანადოდ შეისწავლონ და შეაფასონ ქვეყნის გაერთიანების
ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები, რაც წინა პირობაა სწორი ქმედებების დასაგეგმად
და განსახორციელებლად.
რატომ
ავირჩიე სამოდელო გაკვეთილის ტიპი - წიგნიერება: იმიტომ, რომ „წიგნიერება
არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეების და მოსაზრებების
გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე,
რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს“.
გაკვეთილზე
მიღწეული შედეგების შეფასება: ყველა აქტივობა, რომელიც დავგეგმე
და განვახორციელე, გამომდინარეობდა გაკვეთილის
მიზნიდან და ორიენტირებული იყო შედეგზე. ჩემს
მიერ სწორად შერჩეული და განხორციელებული აქტივობები და მეთოდები კი იყო გარანტი იმისა,
რომ გაკვეთილი ყოფილიყო საინტერესო და მაქსიმალურად მორგებული მოსწავლეების ინტერესებსა
და შესაძლებლობებს.
აქტივობა:
„წინარე ცოდნის გააქტიურება“, თემატური
რუკის დახმარებით და კითხვა-პასუხის მეთოდით განვახორციელე, კითხვები იყო ორიენტირებული
როგორც ფაქტობრივი მასალის ცოდნაზე, ასევე მათი მოსაზრებების დაფიქსირება-არგუმენტირებაზე.
ასეთი აქტივობები კი მოსწავლეების მხრიდან მაღალი ჩართულობთ გამოირჩევა. სწორედ ამიტომ,
ამ აქტივობამ იმაზე მეტი დრო მოითხოვა, ვიდრე გათვალისწინებული მქონდა.
აქტივობა:
„მოსწავლეები მსჯელობენ, ცდილობენ ისტორიულ
პროცესებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას“, იყო ეფექტური. ის განვახორციელე კითხვა-პასუხის რეჟიმით და სტრატეგია „აისბერგის“
საშუალებით, რაც ასევე მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით
გამოირჩეოდა. სტრატეგია „აისბერგი“ დამეხმარა ისტორიულ პროცესში მიზეზ-შედეგობრივი
კავშირის სწრაფად დადგენასა და შემდგომი აქტივობის მიზნის უკეთ გაგებაში.
აქტივობა:
„ისტორიული
წყაროების (ტექსტების) ანალიზი და შეფასება“, იყო ჩემი გაკვეთილის ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაწილი, რადგან სწორედ ამ აქტივობით შევძელი
მოსწავლეებისთვის მესწავლებინა როგორ უნდა განახორციელონ ისტორიული პროცესების ანალიზი
და შეფასება, რომელიც არის საწინდარი სწორი
ქმედებების დაგეგმვა-განხორციელებისთვის. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ აქტივობისთვის განსაზღვრული
დრო არ აღმოჩნდა საკმარისი და შესაბამისად, იძულებული ვიყავი დამემატებინა დრო. ამას აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომში.
აქტივობა: „შესრულებული
დავალების წარდგენა“(პრეზენტაცია), იყო დასკვნითი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი
ეტაპი, სადაც ჯგუფებმა კონკრეტული სფეროების მიხედვით გამოკვეთეს ქვეყნის გაერთიანების
ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები. მოსწავლეებმა ამ დავალებასაც წარმატებით გაართვეს
თავი, თუმცა სინანულით უნდა აღვნიშვო, რომ ჩამოთვლილი ფაქტორების უკეთ გაანალიზებისთვის
დრო არ დაგვრჩა.
ჩამოთვლილი აქტივობებით და
მეთოდებით მივაღწიე მიზანს და გავედი შედეგზე.
მოხდა
თუ არა გაკვეთილის გეგმის / განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება: გაკვეთილის გეგმის ან აქტივობების მოდიფიცირება
არ მომიხდენია, თუმცა, დროის ფაქტორიდან გამომდინარე, იძულებული ვიყავი დამეკავებინა
შესვენების დროის ნაწილი, 5 წუთი.
ახლიდან რომ მომიწიოს ამ გაკვეთილის ჩატარება: „შემაჯამებელი ბარათების“
ანალიზმა მაჩვენა, რომ წყაროებზე მუშაობა უფრო ეფექტური იქნებოდა იმ შემთხვევაში,
თუ ისინი იქნებოდა უფრო მცირე მოცულობის და ასევე, თუ მათი
წაკითხვა-გაგება-გაანალიზება და შეფასება მოხდებოდა ყველა ჯგუფში კომპლექსურად და
არა კონკრეტული სფეროების მიხედვით. ამ შემთხვევაში, თითოეული მოსწავლე უკეთ და
კომპლექსურად გაიგებდა და გაანალიზებდა ყველა
მნიშვნელოვან ფაქტორს. თუმცა ამისთვის დამჭირდებოდა ორი საგაკვეთილო დრო.
პირადად
ჩემთვის: ჩატარებულმა გაკვეთილმა შემძინა
დიდი გამოცდილება და განმიმტკიცა საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა.
დაბოლოს, ვფიქრობ, მთავარი მაინც ისაა, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო,
გამდიდრებული დამატებითი თეორიული
მასალით, რისი მეშვეობითაც მოსწავლეებმა შეიძინეს არა მხოლოდ მეტი ცოდნა,
არამედ გაიუმჯობესეს ინფორმაციის
დახარისხების, ანალიზის და დასკვნების გაკეთების უნარიც, რაც არა მხოლოდ ისტორიის
გაკვეთილებზე, არამედ ცხოვრებაშიც ძალიან გამოადგებათ. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ
ესაა: მოვამზადოთ ისინი ცხოვრებისათვის.
ისტორიის
მასწავლებელი: ლეილა ჯანაშვილი
10.12.2018