ძვირფასო
მშობლებო!
ჩემს
ბლოგზე თქვენთვისაც მაქვს სპეციალური ადგილი გამოყოფილი, რათა ჩვენი ურთიერთობა იყოს
ინტენსიური, საინტერესო და ნაყოფიერი. არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მშობელთა კრებებით
და მიმდინარე პრობლემების თუ მიღწევების შესახებ მსჯელობით და ანალიზით. გპირდებით,
ხშირად მოგაწვდით თქვენთვის, როგორც მშობლებისათვის, მრავალ საინტერესო და საჭირო მასალას.
იმედი მაქვს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ მრავალი პრობლემის წარმატებით გადაჭრას.
ყოველთვის გვახსოვდეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
„დედა-შვილური
სიყვარული მძლეთამძლეა“
მშობლებო,
გახდით სკოლისა და მასწავლებლის მოკავშირეები!
მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის. გამოკვლევების თანახმად, რაც უფრო მეტადაა
ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას
განათლების მიღების მნიშვნელობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მას აწავლის პროცესში
წარმოქმნილი პრობლემების გადალახვაში, მასთან ერთად გეგმავს მომავალს, მით უფრო მაღალია
მოსწავლის მიღწევის დონე.
გახსოვდეთ:
1. წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა.
2. ნაბიჯი მოსწავლის წარმატებისაკენ მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაციაა.
ბავშვის
ასაკობრივი თავისებურებები, კრიზისი და რეკომენდაციები
დაწყებითი
საფეხურის მოსწავლე
(ასაკი:
5-11 წელი)
ყველაზე მნიშვნელოვანი
მოვლენაა სასკოლო გარემოსა და ახალ მოთხოვნებთან შეგუება. წამყვანი საქმიანობა - თამაში
- იცვლება სწავლთ. შემოდის ახალი წესების სისტემა, რომელსაც უნდა დაემორჩილოს. ამას
ხშირ შემთხვევაში პროტესტი მოჰყვება.
რეკომენდაციები მშობლებს:
მოთმინებით მოეკიდეთ
მის პროტესტს. აუხსენით, რომ ამ აქტივობების შესრულება აუცილებელია და დაეხმარეთ შესასრულებელი
სამუშაოს ორგანიზებაში; ხშირად შეაქეთ კონკრეტული შესრულებული სამუშაოს გამო. ხაზი
გაუსვით მის დადებით პიროვნულ თვისებებს; ესაუბრეთ სწავლის მნიშვნელობაზე.
საბაზო
საფეხურის მისწავლე
(ასაკი:
12-15 წელი)
ხშირია შემთხვევები,
როცა ბავშვი რადიკალურად იცვლება: ხდება ჯიუტი, უარესდება აკადემიური მოსწრება, ხშირია
გარშემომყოფებთან კონფლიქტი, მშობლის ნაცვლად ავტორიტეტს უკვე თანატოლი წარმოადგენს,
ცდილობს ყველაფერზე ჰქონდეს საკუთარი განსხვავებული აზრი. ამავდროულად, თავს მარტოსულად
გრძნობს და ძალიან მგრძნობიარეა.
რეკომენდაციები მშობლებს:
გახსოვდეთ, რომ ეს კრიზისული
პერიოდი მოზარდის განვითარების თანმდევი და დროებითია; ესაუბრეთ მას მოსალოდნელ ცვლილებებზე,
მათთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათ დროებითობაზე; დაეხმარეთ სირთულეების დაძლევაში;
მოექეცით თანატოლივით; იმსჯელეთ და მოისმინეთ მისი აზრი.
საშუალო
საფეხურის მოსწავლე
(ასაკი: 16-18 წელი)
მოზარდი ცდილობს საზოგადოებას
და პირველ რიგში, მშობლებს, მასწავლებლებს და მის ახლობელ ადამიანებს დაანახოს თავისი დამოუკიდებლობა; მნიშვნელოვანი
ხდება საკუთარი გარეგნობა და ჰიგიენა. იზრდება რისკიანი ქცევების, მარგინალური(თითქმის
წამგებიანი) ქმედებების, ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და სხვადასხვა ქიმიური პრეპარატის
მოხმარების ალბათობა.
რეკომენდაციები
მშობლებს:
გამოამჟღავნეთ სითბო
და პატივისცემა, თავი აარიდეთ ზედმეტად „მაკონტროლებელი მშობლის“ როლს; გამოიჩინეთ
ინტერესი მისი ცხოვრების მიმართ. თავი აარიდეთ შეგონებითი ხასიათის დარიგებებს.
ოჯახური აღზრდის სხვადასხვა სტილი
ლიბერალური
- მშობლები არიან „რბილები“ და ზედმეტად დამთმობები. ბავშვს ყველა სურვილს უსრულებენ
და ამას სითბოსა და მზრუნველობის გამოხატულებად მიიჩნევენ. ოჯახში არ არსებობს ნორმები
და წესები, რომლებსაც ემორჩილებიან ოჯახის წევრები; ბავშვები არიან „მეამბოხეები“,
არ ითვალისწინებენ სხვის აზრს და უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია.
ინდიფერენტული - მშობლები ზრუნავენ შვილების მხოლოდ ელემენტარული
მოთხოვნილებების (კვება, ჩაცმა) დაკმაყოფილებაზე; იჩენენ უყურადღებობასა და სრულ ჩაურევლობას
მათ ცხოვრებაში, ბავშვები გამოხატავენ უნდობლობას და მუდმივ შფოთვას სამყაროს მიმართ;
გამოირჩევიან აგრესიულობით.
ავტორიტარული - მშობლები დირექტიული მიდგომით ურთიერთობენ ბავშვებთან
- „ამის გაკეთება არ შეიძლება!“, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ყოველგვარი ახსნის
გარეშე, უწესებენ სასჯელს. ბავშვი ითრგუნება, ექმნება არაადექვატური შეხედულება საკუთარ
თავზე, დაბალია მისი თვითშეფასება.
ავტორიტეტული - მშობლები ექცევიან შვილებს როგორც თანასწორს, ახორციელებენ
თანმიმდევრულ, ობიექტურ და სამართლიან კონტროლს ქცევაზე; ენდობიან და გვერდში უდგანან
მათ სოციალური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესში. ოჯახში არსებობს წესები,
რომლებსაც ემორჩილება ოჯახის ყველა წევრი.
ო
რეკომენდაციები მშობლებს:
მოთმინებით მოეკიდეთ მის პროტესტს. აუხსენით, რომ ამ აქტივობების შესრულება აუცილებელია და დაეხმარეთ შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზებაში; ხშირად შეაქეთ კონკრეტული შესრულებული სამუშაოს გამო. ხაზი გაუსვით მის დადებით პიროვნულ თვისებებს; ესაუბრეთ სწავლის მნიშვნელობაზე.
საბაზო საფეხურის მისწავლე
(ასაკი:
12-15 წელი)
ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვი რადიკალურად იცვლება: ხდება ჯიუტი, უარესდება აკადემიური მოსწრება, ხშირია გარშემომყოფებთან კონფლიქტი, მშობლის ნაცვლად ავტორიტეტს უკვე თანატოლი წარმოადგენს, ცდილობს ყველაფერზე ჰქონდეს საკუთარი განსხვავებული აზრი. ამავდროულად, თავს მარტოსულად გრძნობს და ძალიან მგრძნობიარეა.
რეკომენდაციები მშობლებს:
გახსოვდეთ, რომ ეს კრიზისული
პერიოდი მოზარდის განვითარების თანმდევი და დროებითია; ესაუბრეთ მას მოსალოდნელ ცვლილებებზე,
მათთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათ დროებითობაზე; დაეხმარეთ სირთულეების დაძლევაში;
მოექეცით თანატოლივით; იმსჯელეთ და მოისმინეთ მისი აზრი.
საშუალო საფეხურის მოსწავლე
(ასაკი: 16-18 წელი)
მოზარდი ცდილობს საზოგადოებას და პირველ რიგში, მშობლებს, მასწავლებლებს და მის ახლობელ ადამიანებს დაანახოს თავისი დამოუკიდებლობა; მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი გარეგნობა და ჰიგიენა. იზრდება რისკიანი ქცევების, მარგინალური(თითქმის წამგებიანი) ქმედებების, ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და სხვადასხვა ქიმიური პრეპარატის მოხმარების ალბათობა.
რეკომენდაციები
მშობლებს:
გამოამჟღავნეთ სითბო
და პატივისცემა, თავი აარიდეთ ზედმეტად „მაკონტროლებელი მშობლის“ როლს; გამოიჩინეთ
ინტერესი მისი ცხოვრების მიმართ. თავი აარიდეთ შეგონებითი ხასიათის დარიგებებს.
ოჯახური აღზრდის სხვადასხვა სტილი |
ლიბერალური
- მშობლები არიან „რბილები“ და ზედმეტად დამთმობები. ბავშვს ყველა სურვილს უსრულებენ
და ამას სითბოსა და მზრუნველობის გამოხატულებად მიიჩნევენ. ოჯახში არ არსებობს ნორმები
და წესები, რომლებსაც ემორჩილებიან ოჯახის წევრები; ბავშვები არიან „მეამბოხეები“,
არ ითვალისწინებენ სხვის აზრს და უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია.
ინდიფერენტული - მშობლები ზრუნავენ შვილების მხოლოდ ელემენტარული
მოთხოვნილებების (კვება, ჩაცმა) დაკმაყოფილებაზე; იჩენენ უყურადღებობასა და სრულ ჩაურევლობას
მათ ცხოვრებაში, ბავშვები გამოხატავენ უნდობლობას და მუდმივ შფოთვას სამყაროს მიმართ;
გამოირჩევიან აგრესიულობით.
ავტორიტარული - მშობლები დირექტიული მიდგომით ურთიერთობენ ბავშვებთან
- „ამის გაკეთება არ შეიძლება!“, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ყოველგვარი ახსნის
გარეშე, უწესებენ სასჯელს. ბავშვი ითრგუნება, ექმნება არაადექვატური შეხედულება საკუთარ
თავზე, დაბალია მისი თვითშეფასება.
ავტორიტეტული - მშობლები ექცევიან შვილებს როგორც თანასწორს, ახორციელებენ
თანმიმდევრულ, ობიექტურ და სამართლიან კონტროლს ქცევაზე; ენდობიან და გვერდში უდგანან
მათ სოციალური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესში. ოჯახში არსებობს წესები,
რომლებსაც ემორჩილება ოჯახის ყველა წევრი.
ო
მშობლებო!
დაფიქრდით,
აღზრდის რომელ სტილს მიმართავთ
შვილებთან
ურთიერთობისას!