Friday, November 2, 2018

პირველი სამოდელო გაკვათილი


მოდელო გაკვეთილი ისტორიაში
საგანი:  ისტორია
მასწავლებელი: ლეილა ჯანაშვილი
კლასი:  X
მოსწავლეთა რაოდენობა: 35
თემა:  გორის ციხე არქეოლოგიურ და ნარატიულ წყაროებში და მისი  რეკონსტრუქციის დაგეგმვა
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო / ინოვაციური
აქტუალობა:  X კლასში ვსწავლობთ ისტორიის დამხმარე დისციპლინებს, გავიარეთ არქეოლოგია. გორის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიურმა გათხრებმა და იდეამ, გორის ციხის რეკონსტრუქციის შესახებ, მომცა საშუალება ჩემი მოსწავლეებიც ჩამერთო ამ პროცესებში და მიმეცა მათთვის საშუალება თეორიული ცოდნა გაემდიდრებინათ პრაქტიკული სამუშაოებით.  რაც მთავარია, ჩამოუყალიბდათ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება გორის ციხის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ იქნება მათთვის მხოლოდ საგაკვეთილო თემა.
მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ:                 
·   გაანალიზებენ გორის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგებს;
·   არქეოლოგიურ წყაროებს შეაჯერებენ ნარატიულ წყაროებთან;
·   იმსჯელებენ არტეფაქტების    და წერილობითი წყაროების  მნიშვნელობაზე ისტორიული სინამდვილის დადგენის საქმეში;
·   წყაროების მეშვეობით „ააწყობენ“ გორის ციხის ისტორიას ანტიკური ეპოქიდან  თანამედროვეობამდე;
·   დაგეგმავენ გორის ციხის, როგორც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობის,  რეკონსტრუქციას არქეოლოგიური და დოკუმენტური მასალის ანალიზის გათვალისწინებით;
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:    ცოდნა:
·         დაათვალიერეს გორის ციხეზე მინდინარე არქეოლოგიური გათხრები, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია გათხრების შედეგებზე და მოპოვებულ არტეფაქტებზე (11.10.2018);
·         ესტუმრნენ ს. მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, დაათვალიერეს უმდიდრესი არქეოლოგიური მასალა;
·         მოისმინეს ლექცია: „არქეოლოგიური გათხრები საქართველოში“  (გორის უნივერსიტეტში არქეოლოგის, პროფესორ გოგი მინდიაშვილის ლექცია 16.10.2018).
    უნარ-ჩვევები:
·      ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება, კლასიფიკაცია, ანალიზი და პრეზენტაცია;
·      ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;
·      თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;
·      თანამშრომლობა;
·      საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა;
·      შემოქმედებითი უნარი.


საჭირო საგანმანათლებლო რესურსები:  სახელმძღვანელო (ისტორია 10 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2012 );
 ე. მამისთვალიშვილის „გორის ციხე“ (I ტომი);  პ.ზაქარაიას „საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები“;
 მოსწავლის მიერ შექმნილი რესურსი - გორის ციხის გეგმა და ჩანახატი - ლეგენდა გორის ციხეზე; 
 თაბახის ფურცლები,  ფლიფჩარტები,  მარკერები,  ფოტომასალა,  დაფა,  ცარცი,  ფერადი ფურცლები.
ეს-ით მისაღწევი შედეგი:     ისტ.X. 2.  მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად  და დამხმარე დარგებზე მსჯელობა  და მათი სპეციფიკის
                                                     განსაზღრა.
·         მსჯელობს ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით   აღდგენისა    და აღქმისათვის;
·         მსჯელობს  არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგებზე, აკეთებს პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ.
 ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს და შეაფასს ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციები.
·                     ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტაციისაგან.
ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.
·                     აღიქვამს არქეოლიგიური მონაცემების, როგორც საისტორიო წყაროს მნიშვნელობას;
·                     ტიპოლოგიურად აჯგუფებს საისტორიო წყაროებს;
N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების
ფორმა
სასწავლო
რესურსები
დრო
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
·   მისალმება
·   ვაწარმოებ მოსწავლეთა    აღრიცხვას
·   გავაცნობ გაკვეთილის თემას,   მიზნებს და შესასრულებელ აქტივობებს

ვერბალური
მთელ კლასთან
·      საკლასო ჟურნალი,
·      გაკვეთილის თემა - დაფაზე
·   გაკვეთილის მიზნები -ფლიფჩარტზე


2 წთ
მოსწავლეები იქნებიან მობილიზებულები და ინფორმირებულები გაკვეთილის თემის, მიზნების და შესასრულებელი  აქტივობების შესახებ.


2
წინარე ცოდნის გააქტიურება



·     კითხვა-პასუხი


მთელ კლასთან




2 წთ
წინარე ცოდნის გამეორება-გააქტიურება და
მოსწავლეთა მოტივირება.

3
არქეოლოგიური და ნარატიული წყაროების დახარისხება ეპოქების მიხედვით
საშინაო დავალებად შესრულებული სამუშაოს - ფერად ფურცლებზე დახარისხებული  არქეოლოგიური და ნარატიული წყაროების წყვილებში შეჯერება და დალაგება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უძველესიდან უახლესისაკენ
წყაროებზე მუშაობა





წყვილებში
ფერადი ფურცლები

5 წთ

მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში, შეაჯერებენ და დაახარისხებენ არქეოლოგიურ და წერილობით წყაროებს ეპოქების მიხედვით.

4
გორის ციხის ისტორიის „აწყობა“ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უძველესიდან უახლესისაკენ
მოსწავლეების მიერ დახარისხებული წყაროებით დაფაზე გაკრულ ფლიფჩარტზე „ავაწყობთ“ გორის ციხის ისტორიას  შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ანტიკური ეპოქა
2.  შუა საუკუნეები  
3.  XVIII-XXI საუკუნეები დაფასთან გამოვა წყვილი მოსწავლე, ფერად ფურცლებზე დახარისხებულ წყაროებს დაამაგრებს მითითებულ ეპოქას, ზეპირად გააკეთებს პრეზენტაციას და ასევე  წყაროების  შეფასებას.
პრეზენტაცია
მთელ კლასთან,
 3 წყვილი
ფლიფჩარტი, ფერადი ფურცლები
10 წთ
წყვილები შეძლებენ აუდიტორიას
წარუდგინონ და გააცნონ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დახარისხებული წყაროები, ასევე გააკეთონ მათი ანალიზი და შეფასება.
5
მინი-ლექცია:   ისტორიული ძეგლი, როგორც ქალაქის სიმბოლო და „სავიზიტო ბარათი“
ვიზუალური მასალის დახმარებით  მოსწავლეებს ვესაუბრები ისტორიულ ან არქიტექტურული ძეგლების შესახებ და მნიშვნელობაზე, რომლებიც ამა თუ იმ ქალაქის სიმბოლოდ  იქცნენ. მაგ: ეიფელის კოშკი-პარიზი, ბიგ-ბენი - ლონდონი, აკროპოლისი-ათენი, კოლიზეუმი-რომი და ა.შ.

მინი-ლექცია
მთელ კლასთან
ფოტომასალა
5 წთ
მოსწავლეები უკეთ გააცნობიერებენ გორის ციხის მნიშვნელობას ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის კონტექსტში.

6
მომავლის სამჭედლო -
გორის ციხის რეკონსტრუქცია
ჯგუფები იმუშავებენ რეკონსტრუქციის გეგმის შემუშავებაზე. დავურიგებ წერილობით ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს სამუშაოს სავარაუდო მიმართულებებით
იდეების გენერირება
ჯგუფური
ფორმატის ფურცლები, ფერადი მარკერები
6 წთ
მოსწავლეები შეძლებენ იმსჯელონ, იკამათონ, მოახდინონ იდეების გენერირება, შეჯერება და გორის ციხის რეკონსტრუქციისათვის გეგმების შემუშავება.
7
 შესრულებული ჯგუფური სამუშაოს წარდგენა

პრეზენტაცია
ჯგუფური
საპრეზენტაციო მასალა
10 წთ
მოსწავლეები შეძლებენ გორის ციხის რეკონსტრუქციისთვის  საინტერესო, კრეატიული იდეების მოწოდებას დ მათი სარგებლიანობის არგუმენტირებას.

8
გაკვეთილის შეჯამება, უკუკავშირი,  შეფასება და საშინაო დავალების მიცემა
კითხვა-პასუხი
შეფასების რუბრიკების შევსება

ინდივიდუალური

5 წთ
მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ, გაანალიზებენ და შეაჯამებენ  გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.   

ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია   აანალიზს პირველად და მეორად წყაროები.
·         ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას ადგენს მიზეზ-შედეგობრივ  კავშირებს;


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეები უკეთ  გააცნობიერებენ და შეაფასებენ არქეოლოგიის, როგორც ისტორიის დამხმარე     დისციპლინის მნიშვნელობას; კვლევა-ძიების და წყაროებზე მუშაობის უნარების განვითარება; პრობლემის გადაჭრაზე ერთობლივად მუშაობის უნარების გაუმჯობესება; საინტერესო, კრიატიული იდეების გენერირების და პრეზენტაციის უნარების დახვეწა-გაუმჯობესება.
შეფასების ტიპები და მეთოდები:  განმავითარებელი,  განმსაზღვრელი,  ურთეირთშეფასება, თვითშეფასება
1.     წყვილების თვითშეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
N
კრიტერიუმები
დიახ
არა
     1.     
მოვიძიეთ და დავახარისხეთ არქეოლოგიური და წერილობითი წყაროები


     2.     
წყაროები დავალაგეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უძველესიდან უახლესისაკენ


     3.     
გავაანალიზეთ წყაროები და ვიმსჯელეთ პოლიტიკურ პროცესებზე


     4.     
გავაკეთეთ არგუმენტირებული დასკვნები



     5.     
გავაკეთეთ პრეზენტაცია









     ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
N
კრიტერიუმები
დიახ
არა
1
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია სამუშაო პროცესში


2
ჯგუფმა თანაბრად  გადაინაწილა სამუშაო ფუნქციები   


3
ჯგუფის წევრები უსმენენ  და ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს


4
ურთიერთობა არის პოზიტიური და საქმიანი


5
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს




  ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
  (ურთიერთშეფასება, განმსაზღვრელი)
N
კრიტერიუმები
ქულები
შეფასება
1
პრეზენტაცია პასუხობს დავალებას

1

2
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
1

3
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებებს და თანმიმდევრულად ავითარებს მას
3

4
იდეები გამოირჩევა ორიგინალურობით და კრეატიულობით
4

5
იცავს დროის ლიმიტს

1











   თვითშეფასების რუბრიკა
N
კრიტერიუმები
დიახ
არა
მიჭირს შეფასება
კომენტარი
1
გაკვეთილი იყო კარგად ორგანიზებული





2
აქტივობები იყო საინტერესო, სახალისო და მიზანს მორგებული




3
გამოყენებული რესურსები ეხმარებოდა მოსწავლეებს ახალი მასალის უკეთ გაგება-გაანალიზებაში




4
ვიყავი მოსწავლეებზე ორიენტირებული





5
მოსწავლეების შეფასებისას ვიყავი ობიექტური და სამართლიანი




6
გაკვეთილზე მივაღწიე დასახულ მიზანს და გავედი შედეგზე




7
ჩატარებულ გაკვეთილს ვაძლევ მაღალ შეფასებას










სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
საგანი: ისტორია
გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური
თემა: გორის ციხე არქეოლოგიურ და ნარატიულ წყაროებში და მისი  რეკონსტრუქციის დაგეგმვა
კლასი:  X
თარიღი:  30.10.2018
დრო:  45 წუთი
რატომ ავირჩიე  აღნიშნული თემა: X კლასში გავდივართ ისტორიის დამხმარე მეცნიერებებს, მათ შორის არქეოლოგიასაც. სწორედ ამ პერიოდში გორის ციხეზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები, ბუნებრივია, ეს იყო ძალიან კარგი საშუალება უფრო ღრმად შეგვესწავლა აღნიშნული საკითხი. კლასი წავიყვანე და ადგილზე ვაჩვენე მიმდინარე სამუშაოები, რამდენიმე მოსწავლემ უშუალოდ მიიღო კიდევაც სამუშაო პროცესში მონაწილეობა. შემდეგ ვესტუმრეთ გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს და დავათვალიერეთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვისმინეთ პროფესორ გოგი მინდიაშვილის ლექცია: „საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები“. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი უფრო ღრმად შეესწავლათ გორის ციხის ისტორია, ეს სურვილი გაამძაფრა იმანაც, რომ არქეოლოგიური გათხრების დამთავრების შემდეგ იგეგმება ციხის რეკონსტრუქცია.  დავგეგმეთ და განვახორციელეთ გორის ციხეზე არსებული არქეოლოგიური და ნარატიული წყაროების მოძიება, დახარისხება და გაანალიზება. მხოლოდ ამ სამუშაოების შემდეგ შეძლებდნენ მოსწავლეები ემსჯელათ, ეკამათათ და რაც მთავარია, შეემუშავებინათ გორის ციხის რეკონსტრუქციის გეგმები.
   ყველა აქტივობა, რომელიც დავგეგმე და განვახორციელე, გამომდინარეობდა გაკვეთილის მიზნიდან,  მეთოდების მრავალფეროვნება კი თავისთავად არის გარანტი იმისა, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო და მაქსიმალურად მორგებული მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებს. 
   აქტივობა, „წინარე ცოდნის გააქტიურება“, კითხვა-პასუხის მეთოდით განვახორციელე და ამ ფაზაშივე შევძელი მოსწავლეების მოტივირება საინტერესო კითხვების მეშვეობით, რადგან მოსწავლეების მხრიდან მოითხოვდა საკუთარი მოსაზრების გამოხატვას და არგუმენტებით გამყარებას. ასეთი აქტივობები კი მოსწავლეების მხრიდან მაღალი ჩართულობთ გამოირჩევა.
   აქტოვობა,არქეოლოგიური და ნარატიული წყაროების დალაგება ეპოქების მიხედვით“, მოიცავდა წყაროებზე მუშაობას, დავალება მოითხოვდა მოსწავლეების მიერ მოძიებული წყაროების შეჯერებას, გაანალიზებას და მათ დახარისხებას. მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებში. მსჯელობდნენ, კამათობდნენ და ცდილობდნენ მათ მიერ შერჩეული წყაროები ყოფილიყო სანდოობის თვალსაზრისით გამორჩეული  და მნიშვნელოვანი. ზოგიერთ წყვილს გაუჭირდა დავალების შესრულება,  ვერ შეძლო სწორად დაეხარისხებინა არქეოლოგიური და წერილობითი წყაროები, შეცდომები ძალიან თვალნათელი იყო ფერადი ფურცლების არასწორი განლაგებითაც.
   აქტივობა,  „გორის ციხის ისტორიის „აწყობა“ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უძველესიდან უახლესისაკენ“, განვახორციელეთ დაფაზე გაკრულ ფლიფჩარტზე,  წყვილების მიერ ფერადი ფურცლების საშუალებით (მწვანე ფერით-არქეოლოგიური წყაროები, ყვითლით - წერილობითი)და ზეპირი პრეზენტაციით შემდეგი თანმიმდევრობით: 1. გორის ციხე ანტიკურ ეპოქაში; 2. გორის ციხე შუა საუკუნეებში და 3. გორის ციხე XVIII – XXI საუკუნეებში. პრეზენტაციის დროსვე მოვახდინეთ წარმოდგენილი წყაროების ანალიზი და შეფასება. ამ აქტივობამ მოითხოვა იმაზე მეტი დრო, ვიდრე გეგმით  მქონდა გათვალისწინებული,რადგან ვერ განვსაზღვრე, რა რაოდენობის წყაროებთან გვექნებოდა საქმე.
  აქტივობა, მინი-ლექცია თემაზე: „ისტორიული ძეგლი, როგორც ქალაქის სიმბოლო და „სავიზიტო ბარათი“ , მიზნად ისახავდა ვიზუალური მასალის და მაგალითების მოყვანით მოსწავლეებს უკეთ გაეცნობიერებინათ გორის ციხის მნიშვნელობა და ისტორიუი ღირებულება. წინა აქტივობიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი ამ აქტივობის დრო შემემცირებინა, თუმცა, დროის სიმცირემ არ შემიშალა ხელი გავსულიყავი კონკრეტულ შედეგზე.
   აქტივობა -  მომავლის სამჭედლო, „გორის ციხის რეკონსტრუქცია“, მიზნად ისახავდა გორის ციხის რეკონსტრუქციის გეგმების შემუშავებას მოსწავლეთა ჯგუფების მიერ. მათ უნდა მოეხდინათ საინტერესო და კრეატიული იდეების გენერირება, რაც ხელს შეუწყობდა მათი ფანტაზიის, ოცნების, წარმოსახვის უნარების გააქტიურებას. ეს აქტივობა განსაკუთრებით მოეწონათ მოსწავლეებს, ისინი ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში და ძალიან საინტერესო იდეების გენერირებას ახდენდნენ. თუმცა, ვთვლი, რომ ამ დავალებისთვის მეტი დრო უნდა დამეთმო, რათა ყველა იდეა და წინადადება უკეთესად განეხილათ და გაეანალიზებინათ.
   აქტივობა, გორის ციხის რეკონსტრუქციის გეგმების პრეზენტაცია:  პრეზენტაციის დროს მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და კრეატიული იდეები, ყოველი ჯგუფი ცდილობდა აუდიტორია დაერწმუნებინა მათი გეგმის უპირატესობაშიც. მახარებს ის ფაქტი, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ ბევრი საინტერესო წინადადება, იდეა, პროექტი შემოგვთავაზონ,  დაგეგმონ და განახორციელონ.
    ჩამოთვლილი აქტივობებით და მეთოდებით მივაღწიე მიზანს და გავედი შედეგზე. 
მოხდა თუ არა გაკვეთილის გეგმის / განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება:  გაკვეთილის გეგმის ან აქტივობების მოდიფიცირება არ მომიხდენია, თუმცა გარკვეული სახის ცვლილება, დროის ფაქტორიდან გამომდინარე მაინც დამჭირდა, როგორც უკვე აღვნიშნე,  აქტოვობამ, „გორის ციხის ისტორიის „აწყობა“ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უძველესიდან უახლესისაკენ“, მოითხოვა იმაზე მეტი დრო, ვიდრე გეგმით  მქონდა გათვალისწინებული, რის გამოც მომიხდა მომდევნო აქტივობისთვის ნაკლები დროის დათმობა.  სამწუხაროდ, უკუკავშირისთვისაც დრო ძალიან მცირე, 1 წუთი დამრჩა.
ახლიდან რომ მომიწიოს ამ გაკვეთილის ჩატარება:   აქტივობებს ორ გაკვეთილზე გადავანაწილებდი და ისეთ საინტერესო საკითხსაც დავამატებდი როგორიცაა „ლეგენდა გორის ციხეზე“, რომლის სიუჟეტზეც მოსწავლემ მშვენიერი  მხატვრული ტილო შექმნა. ასევე დავამატებდი დისკუსიას წარმოდგენილი გეგმების გარშემო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გაკვეთილი უფრო საინტერესო და   ინტერაქტიული სტრატეგიებით გამრავალფეროვნებული იქნებოდა.
დაბოლოს,  ვფიქრობ, მთავარი მაინც ისაა, რომ გაკვეთილი სცილდებოდა სასწავლო პროგრამას და ის გამდიდრებული იყო როგორც საინტერესო თეორიული მასალით, ასევე  მრავალფეროვანი აქტივობებით და მეთოდებით, რაც ზრდიდა მოსწავლეთა მოტივაციას და ჩართულობის ხარისხს, ეს კი წინაპირობაა იმისათვის, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ ინოვაციური ხედვები და მიდგომები ისტორიული და ცხოვრებისეული  საკითხებისა და თემების მიმართ.
ისტორიის მასწავლებელი:    ლეილა ჯანაშვილი
                                                           02.11.2018


Post Comment