ჩვეულებრივ ყოფაში ბილ გეიტსი მოკრძალებული, მაგრამ პირდაპირი ადამიანია. ერთ-ერთ
ამერიკულ სკოლაში სტუმრობისას ცნობილმა მილიარდელმა ბავშვებს იმის შესახებ უამბო,
თუ რას უნდა ელოდონ მას მერე, რაც გაიზრდებიან და ზრდასრულთა ცხოვრებით იცხოვრებენ.
გეიტსის აზრით, ის პოზიტიური და ჰუმანური განწყობა, რომელსაც სკოლის პედაგოგები
მოზარდებს წლების განმავლობაში ჯიუტად უნერგავენ, არცთუ კარგი შედეგების მომტანი
შეიძლება იყოს და ბავშვებს იმედებიც კი გაუცრუოს. მილიარდელი აღნიშნავს, რომ სკოლადამთავრებულები
რეალურ და მკაცრს სამყაროში თავს ხშირად დაკარგულ უცხოპლანეტელებად გრძნობენ, რადგან
ცუდად ესმით, რა არის სიკეთე და ბოროტება. სწორედ ამ თემას ეხება ბილ გეიტსის მიერ
ჩამოყალიბებული 11 თეზისი, რომლითაც ის ახალგაზრდებს მიმართავს:
1. ცხოვრებაში
ყველაფერი სამართლიანობის კანონებს არ ექვემდებარება. უკეთესია, ამის შესახებ სკოლიდანვე
იცოდე.
2. არავის
დააინტერესებს, მზად ხარ თუ არა რაიმე აკეთო თუ შენი შესაძლებლობები გაეჭვებს.
მთავარია, შენი შრომის შედეგი ამ მომენტში, ამ წამს გქონდეს.
3. არასოდეს
იოცნებო იმაზე, რომ სკოლის დამთავრებისთანავე მაღალანაზღაურებად სამსახურში მოეწყობი.
შენ არავინ განდობს კომპანიის მართვას, ამას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
4. მხოლოდ
მაღალ თანამდებობაზე მოხვედრის შემდეგ მიხვდები, თუ რატომ იყო შენს მიმართ მასწავლებელი
ასე მკაცრი და მომთხოვნი.
5. კარიერის
კეთება თუ გსურს, ქვედა კიბიდან დაიწყე. შენი წინაპრები ამბობდნენ: თუ გინდა, რომ
შორს გადახტე, დაბლა უნდა დაიხარო.
6. გქონდეს
შეცდომების აღიარების გამბედაობა, სხვებს ნუ დაადანაშაულებ. გახსოვდეს, რომ საკუთარი
გამოცდილება ყველაზე ბევრს გასწავლის.
7. უნდა
იცოდე, რომ შენი მშობლებიც იყვნენ ახალგაზრდები, მხიარულები და ლაღები, მორალის
კითხვა კი შენ ასწავლე. შესაბამისად, ვიდრე გააკრიტიკებ, რამე მნიშვნელოვანი და
ღირებული თავად გააკეთე.
8. ბავშვობაში
რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეგეშლება, მაგრამ ცხოვრება ასეთი ლმობიერი სულ მუდამ
არ იქნება.
9. ზრდასრულ
ასაკში ცხოვრება ძირითადად შრომისგან შედგება, საკუთარი თავის ძიება კი - ფუფუნებაა,
რომელიც მხოლოდ შენივე ხარჯზე გექნება.
10. ცხოვრება
- ეს ის არ არის, რასაც ფილმებსა და სერიალებში ხედავ. ცხოვრების უმეტესი დრო შრომას
მიაქვს.
11. „არ
მინდა ვემეგობრო ზუთხია ფრიადოსანთან" - ნუ იმეგობრებ, მაგრამ მასთან თავაზიანი
მაინც იყავი. იქნებ, ბედის ირონიით, ის შენი უფროსი გახდება.
მოამზადა
ირმა კახურაშვილმა
|