Friday, April 24, 2015

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა



ლოცვა დაწერილია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მიერ, მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში. იგი შეგვახსენებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს და ღრმად აღწევს სულსა და გონებაში.
  • უფალო, ვითხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.

  • მაქციე მე დაკვირვებულად და საზრიანად, რათა ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება დაეფუძნოს იმ აღმოჩენებს და გამოცდილებას, რაც მე მაღელვებს.

  • მასწავლე მე საკუთარი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მომანიჭე ზუსტი ალღო, რათა გავარჩიო მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვნისგან

  • მე გთხოვ, მომცე ძალა თავშეკავებისა და ზომები საიმისოდ, რომ ცხოვრებაში არ ვიფარფატო და ვისრიალო, არამედ ჭკვიანურად დავგეგმო დღე, რათა დავინახო მწვერვალები და სიშორეები, და იშვიათად მაინც მომეცეს შესაძლებლობა, დავტკბე ხელოვნებით.
  • დამეხმარე მე, შევიგნო, რომ ოცნებები საშველი არ არის არც ოცნება წარსულზე, არც მომავალზე. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა და მივიღო ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი

  • მიხსენ მე გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეუფერხებლად უნდა იყოს. მომეცი იმის ნათელი შეცნობა, რომ სირთულეები,

  • მარცხი, დაცემა და წარუმატებლობები ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვჭკვიანდებით.

  • შემახსენე მე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან.

  • მიმავლინე მე საჭირო მომენტში ვინმესთან, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა, მითხრას სიმართლე, მაგრამ თქვას ის სიყვარულით!

  • ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ასე რომ, მასწავლე მე მოთმინება.

  • შენ იცი, რა ძალიან ვსაჭიროებთ ადამიანები მეგობრობას. ღირსი გამხადე ბედის ამ ულამაზესი და უნაზესი საჩუქრის.

  • მომანიჭე მე მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო მომენტში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, მდუმარებით თუ საუბრით, მივცე ვინმეს აუცილებელი სითბო.

  • მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მისწვდეს მათ, ვინც ყველაზე „დაბლაა“.

  • დამიცავი მე ცხოვრებაში რამის გამოტოვების შიშისგან.

  • მომანიჭე არა ის, რაც საკუთარი თავისთვის მსურს, არამედ ის, რაც აუცილებლად მჭირდება.

  • მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.


Post Comment