მიხეილ ჯავახიშვილის
წერილი ქალიშვილს
- შენ
ხარ მარადიული, განუყოფელი და ერთგული წევრი და მსახური შენი საქართველოსი.
- შენი
სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარია.
- ყველაფერი,
რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის, შენ ხარ მისი მუდმივი
მოვალე და განუყრელი შვილი.
- მიეცი
მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
- მაინც
მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე, ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე
გყოლია და არც მშველელი.
- განაგე
თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.
- გზის
გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა,
სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.
- სანამ
საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. მათ შენთვის მხოლოდ სიკეთე
უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
- თავმოყვარეობა
შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.
- ბოლოს
და ბოლოს ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.
Post Comment