წელს სადამრიგებლო კლასი(VIII) მომცეს. მათთან ურთიერთობა არც როგორც საგნის მასწავლებელს არ მქონია. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევაა საჭირო მოკლე დროში მოახერხო და ჩაწვდე
თითოეულის სულიერ სამყაროს,ხასიათს, ააგო ურთიერთობა ნდობასა და პატივისცემაზე, გახდე მოზიარე თითოეულის
მწუხარებისა და სიხარულისა, მისცე კვალიფიციური და სასარგებლო რჩევები...
ერთი სიტყვით, დავიბენი, ცოტა შიშიც მომერია, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია მათ
მშობლებთან ურთიერთობაც, რადგან მხოლოდ ჩვენი შეთანხმებული ქმედებებით იქნება შესაძლებელი
წარმატებების მიღწევა... გადავწყვიტე ჩვენი
ურთიერთობის პირველივე დღეებში გამომეყენებინა წინასწარ შედგენილი კითხვარი (როგორც მოსწავლეებთან,
ასევე მშობლებთან). რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის ილუზია, რომ კითხვარები აბსოლიტურად
ამომწურავ ინფორმაციას მომცემს თითოეულ მათგანზე, მაგრამ ვფიქრობ ურთიერთობის საწყისი ეტაპზე ნაყოფიერი და ეფექტური იქნება.
ჩემს კოლეგებს ვთავაზობ ამ კითხვარებს. სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ
როგორც უცვლელად, ასევე მათთვის სასურველი ცვლილებებით.