Saturday, January 5, 2013

იმედი ხვალის ......


        ეს ბავშვები ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები არიან. ჩვენი ურთიერთობა 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყო. პედაგოგიური მოღვაწეობის 22 წლის სტაჟი მაქვს, თუმცა დამრიგებლობა სულ სხვაა... სადამრიგებლო კლასში მხოლოდ „კარგი ბავშვები“ არიან, მეტიც, ყოველი მათგანი რაიმე ნიშნით გამორჩეული და განსაკუთრებულია, უბრალოდ ცოტა მეტი დრო და დაკვირვება გვმართებს ამის დასანახად. და კიდევ - სიყვაული... ფოიერბახი ამბობდა: 

                                       „თუ გსურს შეიცნო ადამიანი, შეიყვარე იგი“

მე უკვე ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და მწამს, რომ ის რთული  გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ, ამ სიყვარულით იქნება განათებული.      










Post Comment