რატომ მოკვდა პეპელა?
ჩემო
მეგობრებო, ვიცი, რომ თქვენი შვილებისთვის მხოლოდ კარგი გინდათ. გინდათ ყოველთვის მათ
გვერდით იყოთ და დაეხმაროთ პრობლემების გადაჭრასა თუ სიძნელეების დაძლევაში, თუმცა
დიდი სიფრთხილე გვმართებს, დახმარება არ ნიშნავს მათ მაგივრად რაიმეს გაკეთებას, ასეთი ქმედებით თქვენს შვილებს მეტ ზიანს მოუტანთ.
ჩემი სიტყვების სიმართლეში დაგარწმუნებთ ეს იგავი:
რატომ მოკვდა პეპელა?
ეს ზღაპარი არის პატარა
ბავშვზე, რომელიც ინდოეთში იზრდებოდა. ბიჭი წავიდა ბრძენი მოხუცის სანახავად. ბრძენი
იჯდა, ხელში რაღაც ეკავა და ინტერესით უყურებდა. ბიჭი მივიდა მოხუცთან და თვითონაც
შეხედა, მაგრამ ვერ გაიგო მოხუცს რა ეკავა ხელში და ჰკითხა: ეს რა არის? მოხუცმა უთხრა:
ეს ჭუპრია, სადაც იმყოფება პეპელა და ცოტა ხანში ის გამოვა იქიდან. ბიჭმა მოხუცს სთხოვა
მიეცა ჭუპრი მისთვის. მოხუცი დათანხმდა, მაგრამ გააფრთხილა: როდესაც პეპელა დაიწყებს
ჭუპრიდან გამოსვლას, არამც და არამც არ დაეხმარო, აცალე თვითონ შეძლოს ნიჟარიდან გამოსვლა.
ბიჭმა პირობა მისცა ბრძენს
და სახლში დაბრუნდა, იჯდა და უყურებდა ნიჟარას. დიდი ხნის შემდეგ ჭუპრმა დაიწყო მოძრაობა,
ის ძალიან სუსტი იყო. შემდეგ ნიჟარა გატყდა და გამოჩნდა პეპელა, რომელიც ძალიან წვალობდა.
ბიჭს ძალიან შეეცოდა პეპელა, დაარღვია თავისი პირობა, ხელით გაარღვია ნიჟარის აფკი
და დაეხმარა პეპელას იქიდან გამოსვლაში. პეპელამ დაიწყო ფართხალი, ფრენას ცდილობდა,
მაგრამ ვარდებოდა... პეპელა მოკვდა.
Post Comment