Friday, January 25, 2013

გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა


გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი__________________
კლასი__________________

1.       სახელი და გვარი
მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.
2.       თემის სახელწოდება
შეარჩიეთ სასწავლო გეგმიდან იმ თემის/საკითხის სათაური, რომლის მიხედვითაც აპირებთ გაკვეთილის დაგეგმვას.
          3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები


შეარჩიეთ და ამ გრაფაში დაწერეთ  სასწავლო გეგმის  ’’სწავლის შედეგის’’ განყოფილებიდან ის შედეგი/შედეგები, რომელთა მიღწვასაც ხელს უწყობს თქვენ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი.

გაკვეთილის/გაკვეთილების მიზანი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, ამიტომ ის უნდა იყოს მიღწევადი წინასწარ განსაზღვრული დროისთვის.

4.       სწავლის შედეგები
გაკვეთილის/გაკვეთილების სწავლის შედეგების გრაფაში ჩაწერეთ იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელსაც აპირებთ, რომ მიაღწიოთ კონკრეტული გაკვეთილის/გაკვეთილების ბოლოს.

5.       მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
მიმდინარეობის გრაფაში დაწერეთ გაკვეთილის/გაკვეთილების პროცესის თანმიმდევრული აღწერა.
შერჩეული/დაგეგმილი აქტივობები გაკვეთილის მიზნისა და შედეგების მიღწევის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
გაკვეთილის პროცესი აღიწერება გაკვეთილის დაწყებიდან მის დასრულებამდე: ქმედებების თანმიმდევრობა, რატომ კეთდება, რას აკეთებს მასწავლებელი, რას აკეთებენ მოსწავლეები, როდის და როგორ ხდება ჯგუფური, ინდივიდუალური, თუ წყვილებში მუშაობა, როდის ფასდებიან მოსწავლეები.
აქტივობები უნდა აღიწეროს ცალ-ცალკე და მიეთითოს ხანგრძლივობა წუთებში.
6.       შეფასება
მიუთითეთ, რა აქტივობებით აპირებთ სასაწვლო შედეგების შემოწმებას (მაგ: მინი-დისკუსია, სავარჯიშოს შესრულება და .)
შეფასების რა ტიპ(ებ) (განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ინდივიდუალური, ჯგუფური და ..) გამოიყენებთ?
საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ გაამზადეთ შეფასების რუბრიკა/ შეფასების ფურცელი, რომელიც გაკვეთილის გეგმას ცალკე დოკუმენტის სახით დაერთვის.
10. რესურსები

ტექნიკა და რესურსები - შესასრულებელი აქტივობის გათვალისწინებით მიუთითეთ, რა სახის ტექნიკა და დამხმარე რესურსები გჭირდებათ გაკვეთილზე (მაგ. კომპიუტერების რაოდენობა, პროექტორი და ..)

ინფორმაციის წყარო (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
მიანიშნეთ წყაროები და ელექტრონული რესურსები, რომლებიც გამოიყენეთ გაკვეთილის მომზადების, მსვლელობის დროს (მაგ. წიგნები, ალბომები, ვებ-გვერდები..).

Post Comment