Saturday, February 7, 2015

14 წესი ბავშვის ლიდერად გასაზრდელად

                               14 წესი ბავშვის ლიდერად გასაზრდელად
ყველა ჩვენთაგანს აქვს სურვილი, რომ ჩვენს შვილებს წარმატებული მომავალი ჰქონდეთ, რომ ისინი წარმატებული ადამიანები გახდნენ. პრეზენტაციაში მოცემულია ინფორმაცია, რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ მიზნის მისაღწევად
                                                                                                               დავით კენჭაძე

  1.    მოებყარით ბავშვს ისე, როგორც დიდ ადამიანს
  2.  თავიდანვე ასწავლეთ რა არის ცუდი და კარგი. მან პატარაობიდანვე უნდა იცოდეს წესები
  3. შეცდომის დაშვებისას ნუ მისცემთ მხოლოდ შენიშვნას. ეცადეტ ისწავლოს და მიიღოს კარგი მაგალითი მომავალში შეცდომის თავიდან არიდების მიზნით
  4. ასწავლეთ, რომ შედეგის მისაღებად მთავარი მონდომებაა. აღნიშნეთ ამ ფრაზით მისი თითოეული გამარჯვება
  5. იამაყეთ თქვენი შვილის წარმატებითა და მიღწევებით. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ ამ ყველაფერს აკვირდებით და მისი ქმედებები თქვენთვის მნიშვნელოვანია
  6. წარუმატებლობისას დაარწმუნეთ, რომ წარმატებას მალე მიაღწევს თუ ამისათვის ნაბიჯნაბიჯ მუშაობას ისწავლის
  7. შეაქეთ მისი პატარა გამარჯვებები და უთხარით, რომ დარწმუნებული ხართ,– მას მეტი შეუძლია
  8. გამოიყენეთ პროდუქტიულად მასთან გატარებული თითოეული მომენტი. დაუსვით შეკითხვები და გაიგეთ მისი აზრი და შეხედულებები, რათა შემდგომში ასწავლოთ ბევრად მეტი
  9. დაეხმარეთ გამოიმუშაოს ლიდერული უნარჩვევები, ასწავლეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება
  10.   მიაჩვიეთ ლიდერობას, მიეცით მას დავალებები და საშუალება იმისა, თვითონვე მოაგვარის ეს საქმეები
  11.   ასწავლეთ ბავშვს მხოლოდ სიმართლის ლაპარაკი
  12.  საკუთარ მაგალითზე ასწავლეთ სიტყვის მიცემა და მისი შესრულება. შემდეგ, ცხოვრებაში ის ასევე გააგრძელებს
  13.  შეგეძლოთ აღიაროთ შეცდომები და მოიხადოთ ბოდიში. ეს საუკეთესო მაგალითია თქვენი შვილისათვის
  14.   შვილმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ თქვენ ის ყველაზე მეტად გიყვართ

Post Comment