Monday, October 20, 2014

ლაშქრობა გორიჯვარზე

14 ოქტომბერს ჩემი სადამრიგებლო კლასი წავიყვანე ლაშქრობაზემოვინახულეთ გორელებისათვის ძალიან საყვარელი და საამაყო ისტორიული ძეგლიგორიჯვარი
                                                      გორიჯვარი
    გორთან და მის ისტორიასთან ორგანულად არის დაკავშირებული გორიჯვარი, რომელიც ამავე სახელწოდების გორაკის წვერზე, გორის სამხრეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და გორს გადასცქერის. ცნობილი არაა როდის ან ვინ ააშენა იგი. თქმულება კი თამარ მეფეს მიაწერს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ  უფრო ხანდაზმული უნდა იყოს. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით გორიჯვირის წმ. გიორგის ეკლესია აიგო იქ, სადაც უხსოვარ დროს წარმართული კერპი იყო აღმართული.
   წმ. გიორგის ეკლესია პატარა ნაგებობა იყო, მას ვიწრო და დაბალი კარიბჭე ჰქონდა, გადახურული სანახევროდ მრგვალი თაღით, დასავლეთის მხრიდან შემკული იყო პატარა ეკლესიით, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კი ცხვრის თავების გამოსახულებით, ჩრდილოაღმოსავლეთის კედელი მთავრდებოდა კოშკით. ფართობის სიმცირის მიუხედავად, ძველი ეკლესიის გვერდით აღმართული იყო ახალი, ფართო და ნათელი ეკლესია ყოვლადწმინდის ღვთისმშობლის სახელობისა, რომელსაც თავისი სამრეკლო ჰქონდა.
  ძველ ეკლესიაში დიდი ხნის განმავლობაში დაცული იყო თავის ქალა, რომელსაც წმ. გიორგისად მიიჩნევდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავდა: „თავი წმიდისა გიორგისა მდებარეობს ჯუარსა შინა...“
     XIX ის დასასრულს გორიჯვრის ციხის გალავანს ჯერ კიდევ ჰქონდა რკინისა და ფოლადის ნაჭრებით მოჭედილი კარები. ძველი ეკლესიის შიგნით კედლებზე მხატვრობის კვალიც ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე კირით იყო გადალესილი. კანკელი ქვითკირით ნაშენები და გაჯით შელესილი იყო, მისი კარების ზევით მხედრული წარწერაცგადაშლილი.
  კანკელის წინ დასმული იყო ვერცხლის ფირფიტებით შეჭედილი ძვირფასი ჯვარი, რომელიც კახეთის მეფე ალექსანდრე II- (1574–1605) შესწირა. ჯვრის სიმაღლე 1,88 მეტრი, სიგანე–0,84 მეტრი იყო. კახელ ოსტატს ფირფიტებზე რელიეფური ჭედვით გამოუხატავს წმ. გიორგის ცხოვრებისა და წამების სცენები და თითოეული სცენის ასახსნელადასომთავრული წარწერა. ჯვრის დიდი ავტორიტეტის გამო არა მხოლოდ წმ. გიორგის ეკლესიას ეწოდა გორის ჯვარი (გორიჯვარი), არამედ იმ ადგილსაც, სადაც ეკლესია იდგა და მის მიმდებარე ტერიტორიასაც (იქვე, მახლობლად ორი სოფელიადიდი და პატარა გორიჯვარი).  გორიჯვირს წმ. გიორგის ეკლესია და  მისი ციხეგალავანი 1920 წელს მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა.
  1989 წლის  22 ოქტომბერს  აღდგენილი გორიჯვრის ეკლესია აკურთხა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-.
გამოყენებული ლიტერატურა: . მამისთვალიშვილისგორის ისტორია“(I )

Post Comment