ვიზიტი
გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში
9.10.2013
გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა
1935 წელს. დაცულია 48100-ზე მეტი ექსპონანტი. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
ასეთია: მიწათმოქმედების (ხორბლეულისა და მევენახეობის კულტურები), მესაქონლეობის,
ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო
სანახაობის ამსახველი მასალა, რომლებიც წარმოდგენას გვაძლევენ წინა აზიისა და ქართველ
ტომთა უძველესი კულტურის მჭიდრო კავშირზე. ასევე უნიკალურია ვერცხლის კოლხური დიდრაქმა
(ერთადერთი ყოფილ სსრკ-ში), დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, გორის განძი
(XV ს.), ძვ. აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები
ქართულ და არაბულ ენებზე. მნიშვნელოვანია ქართულ ხელნაწერების, ნივთიერი მასალების
კოლექციები და მდიდარი ფოტოარქივი.