პირველ მარტს, პირველ გაკვეთილზე გაზაფხულის შემობრძანება აღვნიშნეთ ლექსით და სიმღერით. თემატიკა კი იყო: გაზაფხული, დედა, ქალი და სიყვარული. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად გადაწყვიტეს და წარმოგვიდგინეს კიდეც საკუთარი არჩევანი ლექსით, სიმღერით ან კომპოზიციით. კლასში სულ შვიდი გოგონაა, თითოეულ მათგანს თანაკლასელმა ვაჟებმა ყვავილების თაიგულით მიულოცეს ეს დღე. გაკვეთილი კი ერთობლივი სიმღერით დავაგვირგვინეთ....