პროექტი - ჩემი ქალაქის ისტორია ფოტოში
პროექტის
ხელმძღვანელი
|
ლეილა
ჯანაშვილი
|
|||
რაიონი /
ქალაქი
|
შიდა
ქართლი, გორი
|
|||
სკოლა
|
# 2 საჯარო
|
|||
დონე /
კლასი
|
საშუალო
საფეხური, X1 – X2კლასები
|
|||
საგანი
|
ისტორია
|
|||
პროექტის
სახელწოდება
|
ჩემი
ქალაქის ისტორია ფოტოში
|
|||
შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები
|
ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.
·
მოიძიებენ,
განიხილავენ და გაანალიზებენ ფოტოს, როგორც ისტორიულ წყაროს
ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.
·
გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებას ისტორიული წყაროს შესახებ და
კრიტიკულად შეაფასებენ მას.
·
განსაზღვრავენ ისტორიული წყაროს შექმნის
მიზანს
ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია
ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
·
ფოტომასალის
ანალიზის და მცირე კვლევის შედეგად მოიძიებენ
ფოტოზე აღბეჭდილ ადგილებს და ფოტოაპარატის
საშუალებით აღბეჭდავენ მის თანამედროვე სახეს
·
შექმნიან თანამედროვე
გორის ფოტომატიანეს
|
|||
პროექტის
დასაწყისი
|
2011
წლის 3 ოქტომბერი
|
|||
პროექტის
დასასრული
|
2011 წლის 3 დეკემბერი
|
|||
პროექტის
მიზნები და ამოცანები
|
· მოსწავლეებში პატრიოტული და მოქალაქეობრივი
შეგნების
ამაღლება
·
სასწავლო მოტივაციის
ამაღლება
·
შემოქმედებითი
უნარების განვითარება
·
დამოუკიდებლად
მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება
·
ისტორიულ წყაროებზე მუშაობის უნარ-ჩვევებს გაუმჯობესება
·
კვლევის უნარების გამომუშავება
·
გაეცნობიან მშობლიური ქალაქის ისტორიას
·
მოიძიებენ
ქალაქის შესახებ ძველ ფოტომასალას, შეისწავლიან და
გაანალიზებენ მას როგორც ისტორიულ
წყაროს
·
მოაწყობენ ძველი ფოტოების გამოფენას
·
ფოტოაპარატით
„შეიარაღებულები“ კიდით-კიდემდე
მოივლიან ქალაქს და შექმნიან ფოტომატიანეს
თანამედროვე
გორის შესახებ
·
გააკეთებენ
ჩანახატებს, დაწერენ ესეებს
·
მოაწყობენ
საკუთარი ფოტომასალის გამოფენა-პრეზენტაციას
|
|||
პროექტის
მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი (კალენდარული
გეგმა)
|
1.
პროექტის შინაარსის და ვადების გაცნობა
|
3
ოქტომბერი
|
||
2. X1
– X2 კლასებში მოხდა მოსწავლეების დაწყვილება ტომრიდან
ამოღებული ნომრების მიხედვით. თითოეულ წყვილს დაევალა მოეძიათ ძველი გორის
ამსახველი ფოტო, შეესწავლათ ის, როგორც ისტორიული წყარო, შემდეგ კი გაეცნოთ
თანაკლასელებისათვის. ამის შემდეგ ერთად
შექმნან ფოტოებს (თანამედროვე გორის ამსახველი), რომელთაც დართული ექნება
შესატყვისი ჩანახატი ან ისტორიული მიმოხილვა
|
3
ოქტომბერი
|
|||
3.
სკოლაში მოვიწვევთ „გორის ისტორიის“ ავტორს ბ/ნ ელდარ მამისთვალიშვილს, რომელიც
წაიკითხავს ლექციას: „გორი ანტიკურ ეპოქასა
და შუა საუკუნეებში“
|
12 ოქტომბერი
|
|||
4. გორის
ციხის მონახულება და მინი- ლექცია მისი ისტორიის შესახებ
|
16
ოქტომბერი
|
|||
5.
ლაშქრობა გორიჯვარში და მინი-ლექცია მის შესახებ
|
29
ოქტომბერი
|
|||
6.
ვიზიტი გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
|
12
ნოემბერი
|
|||
7.
წყვილების
ეტაპობრივი შემოწმება, დამატებითი მითითებების და რჩევების
მიცემა
|
13-24
ნოემბერი
|
|||
8. გორის
ამსახველი ძველი ფოტო მასალის გამოფენა სტენდზე
|
25
ნოემბერი
|
|||
9.
მოვაწყობთ შეხვედრას ბესარიონ ჩახვაძესთან, რომელიც არის საქართველოს ფოტოგრაფთა
ასოციაციის წევრი. იგი ისაუბრებს ფოტოხელოვნების შესახებ, ასევე მისცემს
პროფესიულ რჩევებს „ნორჩ ფოტოგრაფებს“
|
26
ნოემბერი
|
|||
10.
ფოტო-გამოფენის პრეზენტაცია
გამოფენა
სკოლის ფოიეში გაგრძელდება 4 დღე
|
3- 6
დეკემბერი
|
|||
საჭირო
რესურსები
|
· ფოტოაპარატი
· კომპიუტერი
· პროექტორი
· თაბახის
ფურცლები
· საგამოფენო
დაფები
· სურათის
ჩარჩოები
|
|||
შედეგები
|
განხორციელებული
პროექტის შემდეგ მოსწავლეებმა
·
შეისწავლეს მშობლიური ქალაქის ისტორია
·
უფრო მეტად შეიყვარეს და დააფასეს მშობლიური
ქალაქი
·
მოინახულეს ისტორიული ადგილები
·
გადაიღეს
უამრავი ფოტო
·
გააკეთეს ჩანახატები, დაწერეს ესეები
·
მოამზადეს და განახორციელეს საკუთარი ფოტომასალის
გამოფენა-პრეზენტაცია
|
|||
შეჯამება
|
გამოფენაზე
წარმოდგენილი ფოტომასალა შეაფასა, მათ შორის საუკეთესოები გამოავლინა და
დაასაჩუქრა ჟიურმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ:
გორის
ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი
ქ/ნი თინათინ სოსანიძე
ი.ბ.
სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორი
ქ/ნი ლია ოქროპირიძე
ისტორიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ბ/ნი ელდარ მამისთვალიშვილი
თანამედროვე
ქართული პროზის კლასიკოსი
ბ/ნი ვანო ჩხიკვაძე
#2 საჯარო
სკოლის დირექტორი
ბ/ნი გია
ბერძნიშვილი
#2 საჯარო
სკოლის დირექტორის მოადგილე
ქ/ნი
ირინა ღუღუნაძე
ჟიურის
გადაწყვეტილებით უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს ფოტოებმა, რომელთა ავტორები
არიან:
თამარ ბარამაშვილი და გიორგი ავაზიშვილი
მარინე დავითაშვილი და ინგა მიქაბერიძე
გოგიტა აბალაკი და იოსებ დათაშვილი
თეონა დვალიშვილი და გიგა სულაშვილი
ნელი აბალაკი და ნანა მჭედლიშვილი
|
|||
პროექტის
მდგრადი განვითარება
|
·
ქ/ნ თინათინ სოსანიძის შემოთავაზებით 7-21 დეკემბერს გამოფენას
უმასპინძლა გორის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა. დამთვალიერებელთა შორის
ბევრი უცხოელიც იყო.
·
შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით მუშაობას და შემდეგ ეტაპზე
რეგიონში მოვიძიებდით და უზრუნველვყოფდით ეთნოგრაფიული მასალის გამოფენას, ამ
პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარებოდა აღნიშნული მუზეუმი
|