ბენჟამინ ფრანკლინის 13 სათნოება
დიდი ამერიკელი განმანათლებელი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე ბენჟამინ ფრანკლინი ბოსტონში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში დაიბადა. ხელმოკლეობის გამო დაწყებით სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ისწავლა და უკვე ბავშვობიდანვე მძიმე შრომას შეუდგა. მაგრამ საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობით მან მაინც მიაღწია იმას, რომ თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მან ჩამოაყალიბა 13 სათნოება, რომლებიც, მისი აზრით, ადამიანებისათვის აუცილებლად მისაღები ნორმებია:
1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის
ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისათვის
თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად
შეასრულე ის, რაც გადაწყვეტილია.
5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის
სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო
საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი
აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და
არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე
იყო მიმტევებელი.
10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობისა და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა
ამბებმა.
12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა.
13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.