Friday, March 29, 2019

ტერმინთა განმარტებები


Post Comment

შიდა დაკვირვების გაკვეთილი - ვარდების ომი


გაკვეთილის  გეგმა
  
მასწავლებელი:ლეილა ჯანაშვილი
საგანი:ისტორიაკლასი: მე-7
თემა:ვარდების ომიდრო: 45  წუთი  
მოსწავლეთა პროფილი:კლასში 28 მოსწავლეა
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები არ მყავს
გაკვეთილის მიზანი:
     ·         მოსწავლეები გაიგებენ და გაანალიზებენ ვარდების ომის მიზეზებს და შედეგებს
     ·         დაახასიათებენ და შეაფასებენ ისტორიულ პერსონაჟებს
     ·         იმსჯელებენ ვარდების  ომის ისტორიულ მნიშვნელობაზე
     ·         ისწავლიან დამატებითი მასალის მოძიება-დახარისხებას და სათანადოდ გამოყენებას
     ·         დაწერენ არგუმენტირებულ ესეს (ჟანა დ’არკი - ეროვნული გმირი თუ ერეტიკოსი?)
     ·         გაიუმჯობესებენ თემატურ რუკაზე მუშაობის უნარს
     ·         განუვითარდებათ მსჯელობის, ანალიზის, არგუმენტირების უნარი, ასევე თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარები

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მიმართულება: სახელმწიფომმართველობადაპოლიტიკა
ისტ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:•       ადარებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ფორმას ერთ ეპოქაში და მსჯელობს მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.
ისტ.  VII 4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ისტორიისთვის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ან ხუთ პოლიტიკურ მოღვაწეს და კლასის წინაშე საუბრობს მისი არჩევანის მიზეზებზე;    
       მოიპოვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელოსა და დამატებითი ბეჭდური მასალის/ელექტრომასალის საშუალებით) ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე;

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
     ·         მოსწავლეებმა იციან ასწლიანი ომი
     ·         ომის მიზეზ-შედეგობრივ კავშირში განხილვა
     ·          თემატურ რუკებზე მუშაობა
     ·         წყვილებში დაჯგუფში მუშაობა
შეფასება და თვითშეფასება:
მოსწავლეების და ასევე თვითშეფასებას მოვახდენ შეფასების რუბრიკებით:
     1.      ესეს შეფასების რუბრიკა
     2.      ბლიცის და ღია კითხვების შეფასების რუბრიკა
     3.      ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
     4.      თვითშეფასების რუბრიკა

სასწავლო მასალა და რესურსები:
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, პოლიტიკური რუკა, თემატური რუკა, ფორმატის ფურცლები, ფერადი მარკერები, ფოტომასალა

გაკვეთილის მსვლელობა:
მოსწავლეთა მობილიზება ( 2 წუთი)
·         მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისშივე განვათავსებ ჯგუფებად (თითო ჯგუფში 4-5 ბავშვი), რათა გაკვეთილის მსვლელობისას ზედმეტი ხმაური და ქაოსი არ გამოიწვიოს მათმა გადაადგილებამ. ასეთი ორგანიზების დროს შესაძლებელია მოსწავლეებმა უპრობლემოდ იმუშაონ  ინდივიდუალურად,   წყვილებში და ჯგუფებშიც.
·         საკლასო ჟურნალში დავაფიქსირებ მოსწავლეებს, რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილს
·         მოსწავლეებს ვთხოვ მერხებზე განათავსონ წიგნები და  რვეულები
·         დაფაზე დავწერ გაკვეთილის სათაურს: „ასწლიანი ომი“ და დავალების სათაურს“
                 „ჟანა დ’არკი - ეროვნული გმირი თუ ერეტიკოსი?“

·         გავაცნობ გაკვეთილის პირველი ნაწილის თანმიმდევრობას
Ø  წაიკითხავთ საშინაო დავალებას
Ø  მიპასუხებთ ბლიც კითხვებზე და ასევე ღია კითხვებზე
Ø  წყვილებში შეასრულებთ საკლასო სამუშაოს: იპოვე და გაასწორე შეცდომები

აქტივობა N1:საშინაო დავალების გამოკითხვა: არგუმენტირებული ესე:
„ჟანა დ’არკი - ეროვნული გმირი თუ ერეტიკოსი?“
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:  ინდივიდუალური
აქტივობის დრო: 6 წუთი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ არგუმენტირებული ესეს წერა, ისწავლონ საკუთარი აზრის გამოთქმა, არგუმენტირება, შეფასებების და დასკვნების გაკეთება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები სახელმძღვანელოს და ასევე დამატებითი მასალის გამოყენებით (ინტერნეტში მოძიებული მასალა, ასევე მხატვრული ფილმი) დაწერენ არგუმენტირებულ ესეს, იმსჯელებენ, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს,  მოიყვანენ არგუმენტებს მათ  გასამყარებლად, გააკეთებენ შეფასებებს და  დასკვნებს.
მიზანი მიღწეულია: თუ მოსწავლეების მიერ შესრულებული ნაშრომები დააკმაყოფილებენ არგუმენტირებული ესეს სტრუქტურის კრიტერიუმებს.

აქტივობა N2: განვლილი მასალის გამოკითხვა-განმტკიცება;
     ·         ბლიციდა სააზროვნო კითხვები
     ·         შეცდომების გასწორება
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:  ინდივიდუალური და წყვილებში
აქტივობის დრო:6 წუთი
აქტივობის მიზანი:
·       მოსწავლეებმა შეძლონ სწრაფად აზროვნება;შეძლონ ლოგიკური აზროვნება, საკუთარი აზრის გამოთქმა და მისი არგუმენტირება
·         მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტში არსებული შეცდომების პოვნა და მისი გასწორება
აქტივობის აღწერა:
     1.      ბლიცი(გონების ვარჯიში) -  მოსწავლეებს დავუსვამ დახურული ტიპის კითხვებს, რომელზეც სწრაფად უნდა მიპასუხონ
სააზროვნო კითხვები -  იგივე მოსწავლეებს დავუსვამ ღია კითხვებს,  რომელზე პასუხის დროს დასჭირდებათ  ლოგიკური მსჯელობა, საკუთარი აზრის გამოხატვა და არგუმენტირება
ორგანიზების ფორმა- ინდივიდუალური
Ø  აქტივობა შეფასდება სპეციალური შეფასების რუბრიკით




     2.      შეცდომების გასწორება
ორგანიზების ფორმა : იმუშავებენ წყვილებში
მოსწავლეებს დაურიგდებათ ტექსტები, სადაც დაშვებული იქნება შეცდომები, (სულ 5 შეცდომა), მათ 3 წუთის განმავლობაში უნდა იპოვონ და გაასწორონ ეს შეცდომები. პირველი წყვილი, რომელიც ყველაზე ადრე შეასრულებს დავალებას,  გამოვა დაფასთან და ფორმატის ფურცელზე ჩამოწერს შეცდომებს და მათ სწორ ვარიანტებს
Ø  აქტივობა შეფასდება  მარტივად, თითო ნაპოვნი შეცდომა და მისი გასწორება - 2 ქულა, თუ ყველა შეცდომა იპოვა და გაასწორა, შეფასდება 10 ქულით
შეფასდება პირველი სამი წყვილი, ვინც ყველაზე სწრაფად შეასრულებს დავალებას.
მიზანი მიღწეულია: თუ მოსწავლეები შეძლებენ სწრაფად აზროვნებას,  ასევე ღია კითხვებზე არგუმენტირებულ მსჯელობას, ფაქტობრივი ცოდნის გამოყენებით  და თანამშრომლობით   სწრაფად იპოვიან და გაასწორებენ შეცდომებს. 

აქტივობა N3:    მოსწავლეთა პროვოცირება
ხანგრძლივობა: 3 წუთი
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური და ჯგუფური
აქტივობის მიზანი:მოვამზადო მოსწავლეები და გამოვიწვიო მათი ინტერესი ახალი მასალის მიმართ
აქტივობის აღწერა:დაფაზე გავაკრავ სურათს და მოსწავლეებს ვკითხავ:
1.რას დაარქმევდით ამ სურათს?
2. თქვენი აზრით, ეს ომი მიმდინარეობდა ქვეყნებს შორის თუ ერთ ქვეყანაში, რატომ ფიქრობთ ასე? (ინდივიდუალური)
პასუხების შემდეგ დაფაზე ვწერ გაკვეთილის სათაურს და ქრონოლოგიურ ჩარჩოს,

ამის შემდეგ კედელზე ვაკრავ ფორმატის ქაღალდს, რომელზეც ჩამოწერილი მაქვს გაკვეთილის მიზნები და სამუშაო პროცესის თანმიმდევრობა (1 წუთი)

გაკვეთილისმიზანი
1.   გამოვკვეთავთ ვარდებისომისმიზეზებს
2.   ვისააუბრებთომისდროსინგლისშიგანვითარებულმოვლენებზე
3.   ჩამოვაყალიბებთომისშედეგებს
4.   დავახასიათებთდაშევაფასებთისტორიულპერსონაჟებს
სამუშაოპროცესისთანმიმდევრობა
1.   მოისმენთმინილექციას
2.   წაიკითხავთგაკვეთილისტექსტს
3.   ვიმუშავებთჯგუფებშირათაესომიგანვიხილოთმიზეზ-შედეგობრივკავშირში
4.   ჯგუფურიმუშაობისშედეგებისპრეზენტაცია

აქტივობა N4:   მინი ლექცია „ვარდების ომი“
ხანგრძლივობა: 5 წუთი
აქტივობის მიზანი:გავუადვილო მოსწავლეებს საგაკვეთილო მასალის გაგება-გაანალიზების პროცესი
აქტივობის აღწერა:ვიზუალური,  დამატებითი საინტერესო მასალის გამოყენებით და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოვუთხრობ მოსწავლეებს ვარდების  ომის შესახებ.

აქტივობა N5:   ვკითხულობთ გაკვეთილის ტექსტს
ხანგრძლივობა: 7 წუთი
აქტივობის მიზანი:საგაკვეთილო ტექსტის წაკითხვა, მისი გაგება და გაანალიზება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, ამის შემდეგ ვსვამ კითხვას: ხომ არ იყო რაიმე, ან ტერმინი, ან წინადადება გაუგებარი? ვპასუხობ დასმულ კითხვებს და ვაგრძელებთ გაკვეთილს
მიზანი მიღწეულია: თუ მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ტექსტის გაგება-გაანალიზებას



აქტივობა N6: ტექსტის ანალიზი
ხანგრძლივობა:5 წუთი
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა მოსმენილი ლექციის და საგაკვეთილო ტექსტის დახმარებით,ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ ვარდების ომის მიზეზების და შედეგების გამოკვეთა, ისტორიული პერსონაჟების დახასიათება და შაფასება
აქტივობის აღწერა:ჯგუფებს ვაძლევ დავალებას:
1.      გამოკვეთეთ ვარდების ომის მიზეზები
2.      ჩამოაყალიბეთ ომის შედეგები
3.      დაახასიათეთ და შეაფასეთ ისტორიული პერსონაჟები:
    ·         ჰენრიVI ლანკასტერი
    ·          რიჩარდ III იორკი 
    ·         ჰენრი VII თიუდორი

მიზანი მიღწეულია: თუ მოსწავლეები შეძლებენ გამოკვეთონ და ჩამოაყალიბონ ომის მიზეზები და შედეგები, ასევე ისტორიული პირების დახასიათება-შეფასებას, შეძლებენ ითანამშრომლონ და ასწავლონ ერთმანეთს

აქტივობა N7:   ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაცია
ხანგრძლივობა: 5 წუთი
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
აქტივობის მიზანი:
      ·         მოვახდინოთ ვარდების ომის ანალიზი,
      ·         ვიმსჯელოთ ომის მიზეზებსა და შედეგებზე
      ·         გავაკეთოთ დასკვნები და შეფასებები
აქტივობის აღწერა:პრეზენტაციის დროს მოხდება ჯგუფური სამუშაოს წარდგინება და მისი განხილვა,  რაც საშუალებას მისცემს ყველა ჯგუფის ყველა მაოსწავლეს გაიგოს რამდენად სწორად შეასრულეს დავალება.  საჭიროების შემთხვევაში მოხდება პასუხების შევსება, სრულყოფა, ჩასწორება
მიზანი მიღწეულია: თუ მოსწავლეები ეფექტურად წარმართავენ პრეზენტაციას, იმეტყველებენ გამართულად, ჩამოაყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს და განამტკიცებენ მაგალითებით და არგუმენტებით

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს შევაფასებ და მივცემ საშინაო დავალებას:
დაწერეთ არგუმენტირებული  ესე: „ რიჩარდ III მკვლელი თუ რეფორმატორი?“




                                                                                                      15.05.2017








შეფასების რუბრიკები
ესეს შეფასების რუბრიკა
#
კრიტერიუმი
2 ქულა
1 ქულა
0 ქულა
1
ესეს შინაარსი შეესაბამება სათაურს




2
ესე სტრუქტურულად  სწორად არის ორგანიზებული (აქვს შესავალი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილი)



3
შესავალ ნაწილში გამოკვეთილია  თეზისი / ძირითადი იდეა





4
ძირითად ნაწილში მსჯელობისას საკუთარ მოსაზრებებს ამყარებს არგუმენტებით და მოჰყავს მაგალითები



5
ესე ენობრივად გამართულია






ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
(განმავითარებელი შეფასება)
#
კრიტერიუმი


კი
არა
I
II
III
IV
V
VI
I
II
III
IV
V
VI
1
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია სამუშაო პროცესში












2
ჯგუფში იკვეთება ე.წ. ლიდერი, რომელიც ცდილობს ყველაფერი თვითონ გააკეთოს












3
ჯგუფის წევრები არ ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს












4
მუშაობენ ხალისით და ინტერესეით












5
ჯგუფი იცავს რეგლამენტს




















ბლიცის და ღია კითხვების შეფასების რუბრიკა
დახურული კითხვა სწორი პასუხის შემთხვევაში ფსდება 1 ქულით
ხოლო ღია კითხვა 1, 2 ან 3  ქულით
ბლიცი # 1
#
კითხვა
ქულა
1
რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ასწლიანი ომის ბრძოლები


2
რომელი საგვარეულო დინასტია მეფობდა ინგლისში


3
რომელ წელს დამთავრდა ასწლიანი ომი


4
ვისი გამარჯვებით დამთავრდა ომის მეორე ეტაპი


5
ვინ იყო ბერტრან დიუ გეკლენი


6
რომელი ბრძოლა ითვლება 100 წლიანი ომის გარდამტეხად


7
რომელი ნავსადგური შეინარჩუნეს ინგლისელებმა საფრანგეთის ტერიტორიაზე


8
როგორ ფიქრობ, რა იყო ფრანგების „მთავარი იარაღი“, რითაც მათ ინგლისელები დაამარცხეს. მოიყვანე არგუმენტი /მაგალითი




ბლიცი # 2
#
კითხვა
ქულა
1
რომელ წელს მოხდა ბრძოლა ორლეანთან


2
რომელი საგვარეულო დინასტია მეფობდა საფრანგეთში


3
სად გაიმართა 100 წლიანი ომის ბოლო ბრძოლა


4
რომელი ქვეყნის მეფე იყო შარლ მეხუთე ბრძენი


5
რომელი ქვეყნის გამარჯვებით დამთავრდა ომის პირველი ეტაპი


6
ვინ შევიდა ისტორიაში „ორლეანელი ქალწულის“ სახელით


7
რით იყო განთქმული ფლანდრია


8
შენი აზრით, რომელი მხარე იყო ამ ომში მართალი და რატომ, მოიყვანე არგუმენტი / მაგალითი



თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
კი
არა
მიჭირს შეფასება
კომენტარი
გაკვეთილი იყო კარგად ორგანიზებული




აქტივობები იყო საინტერესო, სახალისო და მიზანს მორგებული




გამოყენებული დამატებითი  მასალა ეხმარებოდა მოსწავლეებს ახალი მასალის უკეთ გაგება-გაანალიზებაში




ვიყავი მოსწავლეებზე ორიენტირებული




მოსწავლეების შეფასებისას ვიყავი ობიექტური და სამართლიანი




გაკვეთილზე მივაღწიე დასახულ მიზანს და გავედი შედეგზე




ჩატარებულ გაკვეთილს ვაძლევ მაღალ შეფასებას







გაკვეთილის რეფლექსია
2017 წლის 15 მაისს VII- კლასში ჩავატარე გაკვეთილი (შიდა დაკვივების)
გაკვეთილის  თემა - „ვარდების ომი“.
გაკვეთილის  მიზანი: ·         დაწერენ არგუმენტირებულ ესეს „ჟანა დ’არკი - ეროვნული გმირი თუ ერეტიკოსი?“
 ·         ისწავლიან დამატებითი მასალის მოძიება-დახარისხებას და სათანადოდ გამოყენებას
·         გაიგებენ და გაანალიზებენ ვარდების ომის მიზეზებს და შედეგებს
·         იმსჯელებენ ომის დროს ინგლისში მიმდინარე მოვლენებზე
·         დაახასიათებენ ისტორიულ პერსონაჟებს
·         გაიუმჯობესებენ თემატურ რუკაზე მუშაობის უნარს
·         განუვითარდებათ მსჯელობის, ანალიზის, არგუმენტირების უნარი, ასევე თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარები
გაკვეთილს ესწრებოდა 26 მოსწავლე ( 2 მოსწავლე არ ესწრებოდა). კლასის  ორგანიზების ფორმა იყო ჯგუფური, ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეების ასეთი ორგანიზება საუკეთესოა, რადგან გვაძლევს საშუალებას  ზედმეტი ძალისხმევის, ხმაურის და ქაოსის გარეშე ვამუშაოთ ისინი ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფებშიც, თუმცა ჯგუფების შემადგენლობა ხშირად უნდა იცვლებოდეს.
     დაფაზე დავწერე გაკვეთილის სათაური: „ასწლიანი ომი
და დავალების სათაური: „ჟანა არკი - ეროვნული გმირი თუ ერეტიკოსი?“
კედელზე კი გავაკარი  გაკვეთილის პირველი ნაწილის თანმიმდევრობა:
·         წაიკითხავთ საშინაო დავალებას: „ჟანა დ’არკი - ეროვნული გმირი თუ ერეტიკოსი?“
·         წყვილებში შეასრულებთ საკლასო სამუშაოს: იპოვე და გაასწორე შეცდომები
ორ მოსწავლეს წავაკითხე საშინაო დავალება.  არგუმენტირებული ესე მათ პირველად დაწერეს, თუმცა დავალების მიცემამდე, კარგად ავუხსენი რა არის ესე, ჩავაწერინე ესეს სტრუქტურა და ასევე შეფასების კრიტერიუმები. დავალება ნამდვილად რთული იყო, თუმცა მეტ-ნაკლები წარმატებით ყველამ შეასრულა.  ძალიან საინტერესო იყო ნაშრომებისშეფასების პროცესი, მოსწავლეებს დავურიგე ესეს შეფასების რუბრიკა და ვთხოვე მომხმარებოდნენ შეფასებაში. ამით მე შევძელი მათი დაინტერესება, მობილიზება,  ყურადღებით მოისმინეს მეგობრების ესეები, შეფასების დროს კი, „აღმოაჩინესშეცდომები, რომელიც დიდი ალბათობით თვითონაც დაუშვეს. რაც მთავარია, მოსწავლეებს ნამდვილად მოეწონათ ის, რომ მათ შევაფასებინე ესე, იაქტიურეს, იყო განსხვავებული მოსაზრებებიც, რომელთა დაცვა და არგუმენტირება დავალების გაგრძელება იყო. თუმცა, ამ დავალებას პირველად რომ ვაძლევდე, აუცილებლად გავაკეთებდი ასე: წინასწარ წავიკითხავდი რამოდენიმე მოსწავლის ნაშრომს, ამოვარჩევდი მათ შორის ძლიერ, კარგად დაწერლს და სუსტ ესეს, და სწორედ მათ წავაკითხებდი, ვფიქრობ, დაშვებულ შეცდომებსაც ადვილად იპოვიდნენ და  შეფასებაც უფრო გაუადვილდებოდათ.
მეორეაქტივობა: შეცდომების გასწორება“( მუშაობდნენ წყვილებში), ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და მას ხშირად ვიყენებ გაკვეთილებზე. აღნიშნული აქტივობა მოითხოვს ფაქტობრივი ცოდნის გამოყენებას,  სისწრაფეს და თანამშრომლობას.
მოსწავლეებს დავურიგე ტექსტები, სადაც დაშვებული იყო შეცდომები, (სულ 5 შეცდომა), მათ 3 წუთის განმავლობაში უნდა ეპოვნათ და გაესწორებინათ ეს შეცდომები. პირველი წყვილი, რომელმაც ყველაზე ადრე შეასრულადავალება,  გამოვიდა დაფასთან და ფორმატის ფურცელზე ჩამოწერაშეცდომები და მათი სწორივარიანტები.
აქტივობა შევაფასე  მარტივად, თითო ნაპოვნი შეცდომა და მისი გასწორება - 2 ქულა, წყვილმა დავალება შეასრულა სრულყოფილად და დაიმსახურა 10 ქულა.
ამის შემდეგ გადავედი ახალ თემაზე. ბუნებრივია, საჭირო იყო მოსწავლეთა პროვოცირება და მათი დაინტერესება, სწორედ ამ მიზნით გამოვიყენე ვიზუალური მასალა და მოსწავლეებს ვთხოვე მისი




დასათაურება, შემდეგ კი მივეცი საშუალება გამოეთქვათ საკუთარი ვარაუდები სათაურიდან გამომდინარე გაკვეთილის შინაარსთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კედელზე განვათავსე

გაკვეთილის მიზანი და სამუშაო პროცესის თანმიმდევრობა
1. გამოვკვეთავთ ვარდების ომის  მიზეზებს
2. ვისააუბრებთ ომის დროს ინგლისში განვითარებულ მოვლენებზე
3. ჩამოვაყალიბებთ ომის შედეგებს
4. დავახასიათებთ ისტორიულ პერსონაჟებს

1. მოისმენთ მინი ლექციას
2. წაიკითხავთ გაკვეთილის ტექსტს
3. ვიმუშავებთ ჯგუფებში
4. ჯგუფური მუშაობის შედეგების პრეზენტაცია

ვთხოვე გადაეშალათ რვეულები და ემუშავათ ჩემთან ერთად.   წავიკითხე  მინი ლექცია,
გამოვიყენე მდიდარი ვუზუალური მასალა, რომლის მიზანიც იყო საგაკვეთილო მასალის უკეთ გაგება-გაანალიზება. შემდეგ ვთხოვე გაკვეთილის ტექსტის წაკითხვა.
მომდევნო აქტივობის მიზანი იყო მოსმენილი ლექციის და საგაკვეთილო ტექსტის დახმარებით ვარდების ომის მიზეზების და შედეგების ჩამოყალიბება, ასევე ამ ომის თანამდევი პროცესების გამოკვეთა და ისტორიული პერსონაჟების დახასიათება.
დავალება გადავანაწილე ჯგუფებში:
I ჯგუფი - გამოკვეთეთ ვარდების ომის მიზეზები
II ჯგუფი - ისაუბრეთ  ომის დროს ინგლისში განვითარებულ მოვლენებზე
III ჯგუფი-  ჩამოაყალიბეთ ომის შედეგები
IV ჯგუფი - დაახასიათეთ ისტორიული პერსონაჟები: ჰენრიVI ლანკასტერი და მარგარიტა ანჟუელი                 
V ჯგუფი -  დაახასიათეთ ისტორიული პერსონაჟები:  რიჩარდ III იორკი  და ჰენრი VII თიუდორი
დავალება იყო საინტერესო, თუმცა არათანაბარი სირთულის, პირველ, მეორე და მესამე ჯგუფებს დავალების შესრულება და რეგლამენტის დაცვა არ გასჭირვებია, მეოთხე და მეხუთე ჯგუფებს კი გაუჭირდათ რეგლამენტის დაცვა, რადგან მათი დავალება ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგებოდა: უნდა აღეწერათ ისტორიული პერსონაჟების საქმიანობა და ამის შემდეგ მოეხდინათ მათი დახასიათება. დავალების შესასრულებლად მიცემული დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა თუკი ჯგუფებს არა ორს, არამედ თითო პერსონაჟს მივცემდი დასახასიათებლად.
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია იყო გაკვეთილის ყველაზე საინტერესო ნაწილი, რადგან სწორედ ამ დავალებამ დამარწმუნა იმაში, რომ გაკვეთილი სწორად დავგეგმე, სწორად შერჩეულმა აქტივობებმა,  მიუხედავად ხარვეზებისა, შედეგამდე მიმიყვანა. შედეგი კი იყო - გაკვეთილის მიზნის თითოეული პუნქტის შესრულება და შედეგზე გასვლა.
აღსანიშნავია, ის რომ გაკვეთილი იყო ძალზედ დინამიური და საინტერესო. შევძელი და გამომივიდა ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა - საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე  აქტიურად იყო ჩართული. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის ფაქტი, რომ მათ სურთ და შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ერთმანეთის შეფასებაში და ცდილობენ ამ დროს იყვნენ ობიექტურები. ამრესურსსაუცილებლად გამოვიყვნებ გაკვეთილებზე, შემიძლია დარწმუნებით აღვნიშნო, რომ ისინი შეფასებითაც ბევრს სწავლობენ.




Post Comment